რა თანხა უჯდება აბიტურიენტს ბანკეტის აღნიშვნა?

ARIS ბლოგერი

ავტორი: შმაგი ბერუაშვილი

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი


ბანკეტი – ეს ის დღეა, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში ერთი კონკრეტული ნაწილი მთავრდება და ადამიანებთან 12 წლიან ურთიერთობას მხიარული დღით ნაწილობრივ აგვრიგვინებ. მთავრდება აქტიური ურთიერთობა კლასელებთან და წლების შემდეგ, ეს დღე, მუდმივ გასახსენებელ თემად იქცევა. გასახსენებელი იქნება, თუნდაც, ბანკეტის ღამე, სადაც პიროვნებები გათიშვამდე სვამენ, ანდა უმიზეზოდ ტეხენ ჩხუბს.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

ჩხუბი რა მოსატანია იმ მზადებასთან, რომელიც მე-12 კლასში გადასვლისთანავე იწყება?! – მუდამ გაუთავებელი საუბრები ჩაცმაზე,  ვარცხნილობასა და იმ ,,FASHION’’ მაღაზიებზე, სადაც შენი თანაკლასელები დიდი თანხის დახარჯვას აპირებენ.

ეს ყველაფერი, მეც გამოვიარე და მე-12 კლასში რომ გადავედით,  გოგოებს ამ თემებზე გაუთავებელი სალაპარაკო მიზეზი მიეცათ… თქვენ წარმოიდგინეთ და, თურმე, საბანკეტო კაბაზე მე-10 კლასიდანვე ფიქრობდნენ, ბოლო წელს კი, მხოლოდ, რაღაც დეტალები შეცვალეს. მაგრამ საშინელება წინაა, – მაკიაჟი, მაღაზიები, სოლიდური თანხა და “საოცნებო მანქანა”…

თუ რა თანხა ეხარჯებათ აბიტურიენტებს ამ ყველაფრისთვის, გიორგი კობალაძე, აბიტურიენტი გვპასუხობს:

დაახლოებით, 800 ლარამდე მიჯდება ბანკეტი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და წვრილწვრილი დეტალები, რომელიც აუცილებელია საღამოზე. იდეაში, სისულელეა ეს ყველაფერი, მაგრამ, რომ არ წახვიდე შემდეგ სხვა თვალით შემოგხედავენ. არა და, კარგი იქნებოდა, საერთო თანხით კეთილი საქმე გაგვეკეთებინა.

2014 წელს, გავრცელდა სერბი აბიტურიენტების ფოტოები და ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ მე-12 კლასელებმა გადაწყვიტეს, ბანკეტის ტანსაცმელზე ფული არ დაეხარჯათ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში გადარიცხეს თანხა. ამ ამბავმა დადებითი რეაქცია გამოიწვია საქართველოშიც.

აბიტურიენტ მარიამ გიგუაშვილს სერბი მოსწავლეების მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვს:

კარგია, რომ საბანკეტო ტანსაცმლის ფული ავადმყოფ ბავშვებს გადაურიცხეს, მაგრამ მათ, ალბათ, კიდევ უყიდიდნენ მშობლები ახალ ტანსაცმელს, მე ვიკითხო, გაჭირვებულმა. ისევ საბანკეტოდ თუ მიყიდიან რამეს, მერე ვინღაა ჩემი პატრონი?! თან, ახალგაზრდებს ურჩევნიათ, გაერთონ, ვიდრე ვინმეს დაეხმარონ. რაც შეეხება საბანკეტო ხარჯებს, თუ ლილოში წახვალ ტანსაცმლის საყიდლად, 200 ლარში ჩაეტევი. თუ მაღაზიებში გაივლი, 500-600 ლარი მაინც დაგეხარჯება. ამას ემატება რესტორანი და ექსკურსია. ჩემს კლასში ცოტანი ვართ, ჩემმა პარალელურმა კლასმა კი, – 5000 ლარი მარტო რესტორნის დახურვაში გადაიხადა”.

მიუხედავად იმისა, რომ მშობლების უმრავლესობა უმუშევრობასა და დაბალ ხელფასებზე წუხს, საბანკეტო ხარჯებს მაინც ხელგაშლილად ისტუმრებენ. ვნახოთ, დაახლოებით, რა თანხის დახარჯვა უწევთ მშობლებს შვილების ბანკეტისათვის, როგორია სამზადისი და რის გაღება უწევთ საბანკეტო რიტუარის აღნიშვნისთვის მათ?!

ხათუნა მღებრიშვილი, მშობელი:

ჩვენ ბანკეტი 700 ლარი დაგვიჯდა. თან განსაკუთრებულ მომსახურებაში არაფერი გადაგვიხდია, დედა-შვილის ჩაცმა, რესტორანი და ექსკურსია. სულ ესაა. ვიცი, კლასები, სადაც 1000-1500 ლარი არ ეყოთ.

თამუნა ჯავახიშვილი:

სკოლის წინ ვცხოვრობ გორში და ჩემ თვალწინ გაიარა საბანკეტო რიტუალებმა. სკოლის ეზოში იკრიბებიან, ბიჭები ნაირ-ნაირი მანქანებით მოდიან და თითოს ერთი ან ორ-ორი გოგო მიჰყავს რესტორანში. გუშინ ავარია მოუხდენიათ. ისე დაქრიან თურმე მანქანებით, როგორც ქორწილებშია.   რესტორნებშიც მარტო ტოვებენ ამ ბავშვებს. არის ერთი ღრეობა, ჩხუბი და აყალ-მაყალი. ყოველ წელს ასეა. საერთოდ რა საჭიროა ასეთი პომპეზურობა?! ძალიან კარგი იქნება, თუ ამ დამახინჯებულ ტრადიციას დავივიწყებთ.

სტატისტიკა, თუ რამდენი უბედური შემთხვევა და სხეულის დაზიანება ფიქსირდება საბანკეტო წვეულობებზე, არ არსებობს, თუმცა ასეთი ტენდენცია, აშკარად, შეიმჩნევა. იმედია, ოდესმე, სერბი აბიტურიენტების მსგავსად, ქართველი ახალგაზრდებიც დაძლევენ “წუთიერი გაბრწყინების” ცდუნებას და საბანკეტო წვეულებისთვის გამიზნულ თანხას.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები