სწორი გამოყენებისას ნებისმიერი სოციალური ქსელი შეიძლება ერთი შეხედვით უაზრო დროის ფლანგვის მაგივრად, ფრიად სასარგებლო საგანმანათებლო საშუალებად იქცეს. დღევანდელ რეალობაში ჩვენ ყველანი ჭარბად ვსარგებლობთ სოციალური ქსელებით და რატომ არ გამოვიყენოთ ეს დრო და შესაძლებლობა ჩვენ სასარგებლოდ?
ამის განსახორციელებლად საჭიროა იმის ცოდნა თუ რომელ გვერდსა, თუ პიროვნებას ვადევნოთ თვალყური. დასაწყისისთვის გთავაზობთ 5 ინსტაგრამის გვერდს, რომელსაც ყველა სტუდენტი უნდა “აფოლოვებდეს”.
ეს გვერდი საინტერესო იქნება ყველა მიმართულების სტუდენტისთვის. აქ იდება საინტერესო ინფორმაცია ცხოველებზე, ბუნებასა და კულტურაზე.
მარსის როვერს ახლა უკვე ოფიციალურად აქვს თავისი ინსტაგრამის გვერდი. აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ წითელი პლანეტის ხელშეუხებელი, დაუმუშავებელი ფოტოები.
American Museum of Natural History
აქ თქვენ იპოვით ყველაფერს, რაც ბუნებასა და ისტორიას უკავშირდება. გვერდი ძირითად აქცენტს აკეთებს დინოზავრებსა და მათ განამარხებზე.
ეს გვერდი წერს სხვადასხვა მეწარმეებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც გართობასთან ერთად ერთგვარ ინსპირაციასაც წარმოადგენს.
ეს გვერდი მისი წინამორბედებისგან განსხვავებით ნაკლებად სერიოზულია. იგი აძლევს ახალგაზრდებს სტუდენტურ თანაცხოვრებასა და სწავლასთან დაკავშირებულ რჩევებს.