ტატუს ადამიანები ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იკეთებდნენ. მაშინ ისეთი ტექნიკა არ იყო, როგორიც ახლა და არც შესრულების ტექნოლოგიები, მაგრამ ისინი ნაკაწრებით ცდილობდნენ, სხეულის რომელიმე ნაწილზე რაიმე ფიგურის ან ცხოველის ამოსვირინგებას. გადმოცემით, „ტა” ნიშნავს ნახატს, „ატუ” კი სულს. ადამიანები ტატუს სხეულზე გაკეთებით, ცდილობნენ, ხაზი გაესვათ თავიანთი სულიერი განწყობისთვის (ღვთიური კავშირი) ან ძალის საილუსტრაციოდ. ტატუ დღესაც ატარებს მსგავს სიმბოლურ დატვირთვებს და ხანზს უსვამს პიროვნების ინდივიდუალურობას, მის ინტერესებს.