ყოველ დღე უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებთ ჩვენი სმარტფონების ეკრანებთან. როგორც კი რამდენიმე წუთით თავისუფალ დროს ვპოულობთ, მაშინვე ტელეფონის ძებნას ვიწყებთ და ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ ეს პროცესი ძალიან გვღლის, დასვენების საშუალებას არ გვაძლევს. კვლევების მიხედვით, დღეში საშუალოდ 110-ჯერ განვბლოკავთ ხოლმე ტელეფონებს ინტერნეტში შესასვლელად თუ ფოტოს გადასაღებად.
ახალგაზრდა დიზაინერმა, აგატა ნოვაკმა “offline სკამი” შექმნა სპეციალური ჯიბით, რომელიც ტელეფონის ყველა სიგნალს ბლოკავს – ზარებს, მესიჯებს, ინტერნეტს. მისი გამოგონება იმისთვისაა შექმნილი, რომ ადამიანებმა ცოტა ხნით მაინც იგრძნონ თავი დაცულად იმ გარემოდან, რომელიც სოციალური მედიის გარშემო აქვთ შექმნილი. სკამის ზედაპირი დაფარულია სპეციალური ქსოვილით, რომელიც კომფორტულად გაგრძნობინებთ თავს.
☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
იხილეთ ასევე: ახალგაზრდა ხელოვანის იდეა: ცნობილი ნახატები ტორტებზე ➤ ფოტო
ჭრელი წინდების მოყვარულები კრეატიულები, რევოლუციურები და წარმატებულები არიან