სტიპენდია გერმანიაში სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად

აქტუალური

მენეჯმენტისა და ტექნოლოგიების ევროპული სკოლა (ESMT) აცხადებს სასწავლო სტიპენდიებს ბერლინში (გერმანია) მენეჯემენტის სამაგისტრო პროგრამაზე ქართველი სტუდენტებისთვის.

სტიპენდიის მოცულობა: 10 000 ევრო.

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია ბიზნესის მართვის, განვითარებისა და ანალიტიკის საკითხებით. ESMT არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელი სადაც სტუდენტები კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვან ცოდნასა და გამოცდილებას იღებენ.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

გაითვალისწინეთ, სტუდენტების შერჩევისას ყურადღება ექცევა მოტივაციას. უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებიც უფრო დამარწმუნებლად წარმოაჩენენ თავიანთ მიზანს რატომ სურთ აქ სწავლა და რამდენად მოახდენენ ნასწავლის რეალიზებას საკუთარი ქვეყნის ბიზნესის განვითარებაში.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ბაკალავრის დიპლომი;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (TOEFL მინ. 95 ქულა ან დონის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია);
  • კარგი მათემატიკური უნარები (GMAT ან GRE  სერტიფიკატი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი);
  • სამუშაო გამოცდილება ბიზნესის/ფინანსების სფეროში;
  • ონლაინაპლიკაციის შევსება.

აპლიკაციის შესავსებისას მოგეთხოვებათ თქვენ შესახებ ძირითადი ინფორმაციის მითითება და ასევე სამოტივაციო და 2 სარეკომენდაციო წერილის მითითება.

დაფინანსების მისაღებად იმავდროულად აუცილებელია სამაგისტრო პროგრამაზე მოხვედრა.

იხილეთ აპლიკაცია.

სტიპენდიების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ. (დასახელება ESMT Asia Scholarship)

დედლაინი 31 მაისი, 2016 წელი.

აპლიკაციების განხილვის შემდეგ კომისია შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება Skype-ინტერვიუს დახმარებით და ჩაუტარებს გასაუბრებას. შერჩევის შემდეგ ეტაპზე კი განიხილება მათი დაფინანსების საკითხი და აპლიკანტს პასუხი ეცნობება ელექტრონული ფოსტის დახმარებით.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კითხვები შეგიძლიათ გაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: admissions.degrees@esmt.org

რუმინეთის მთავრობა ქართველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს

სასწავლო სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის ტალინის უნივერსიტეტში

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები