სასწავლო სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის ტალინის უნივერსიტეტში

გაცვლითი პროგრამები

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს სტიპენდიებს ქართველი სტუდენტებისთვის ტალინის ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად.

სტიპენდიების მოპოვება და სწავლა შესაძლებელია შემდეგ პროგრამებზე:

1. საერთაშორისო ბიზნესადმინისტრირება

2. საერთაშორისო ურთიერთობები და ევროპულ-აზიური კვლევები

3. სამუშაო და ორგანიზაციული ფსიქოლოგია

4. სამართალი

5. ტექნოლოგიების მართვა

6.  გარემოს ინჟინერია და მენეჯმენტი

7. სამრეწველო ინჟინერია და მენეჯმენტი

სწავლის ხანგრძლივობსა 2 წელი, სტიპენდიის რაოდენობაა 400 ევრო ყოველთვიურად.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

სტიპენდიის მისაღებად აუცილებელია იყოთ საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის ან ბელორუსის მოქალაქე. ასევე  მონაწილე ფლობდეს ბაკალავრის დიპლომს და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს:

– IELTS (Academic): a minimum overall grade of 5.5, with 5.5 or above in each element.
– TOEFL (iBT): a minimum total score 70.
– TOEFL institutional code for Tallinn University of Technology is 8665.
– Cambridge First Certificate in English (FCE): grade A, B or C.
– Cambridge Certificate of Advanced English (CAE): grade A, B or C.
– Cambridge Certificate of Proficiency in English (CPE): grade A, B or C.
– Pearson Test of English Academic (PTE A): total score 48 or above.

რაც შეეხება საჭირო დოკუმენტაციას, თქვენ დაგჭირდებათ:

  • სამოტივაციო წერილი;
  • CV;
  • დიპლომი და დანართი (ნიშნების ფურცელი);
  • ინგლისურის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • საზღვარგარეთის პასპორტის ასლი.

სტიპენდიის მისაღებად უნდა წარადგინოთ სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე:  study@ttu.ee

დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიებისა და სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად იხილეთ აქ.

სტიპენდიის მიღება შეუძლია მხოლოდ მათ, ვინც ჩაირიცხა ტარტუს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაზე.

უნივერსიტეტში ჩასაბარებლად  კი უნდა შეავსოთ შემდეგი ონლაინაპლიკაცია.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 1 მაისი.

დამატებითი კითხვები შეგიძლიათ გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:  study@ttu.ee

დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე.

ვესტმინსტერის უნივერსიტეტის სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის

ჩინეთის მთავრობის სასწავლო სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები