რუმინეთის მთავრობა ქართველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს

აქტუალური

რუმინეთის მთავრობა აცხადებს კონკურსს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებისათვის 2016-2017 სასწავლო წლისათვის სტიპენდიის მისაღებად. სულ გამოცხადებულია 85 სტიპენდია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტურანტურის სტუდენტებისთვის.

სტიპენდიების გაცემისას პრიორიტეტი მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებიც ჩააბარებენ შემდეგ სპეციალობებზე:

  • პოლიტიკური და ადმინისტრაციული მეცნიერებები;
  • განათლების კლვლევები;
  • რუმინული კულტურა და ცივილიზაცია;
  • ჟურნალისტიკა;
  • სასოფლო-სამეურნეო კვლევები;
  • ვეტერინარია;
  • არქიტეტურა;
  • მუსიკა;
  • ხელოვნება.

სტიპენდია აფინანსებს სწავლისა და საცხოვრებლის ხარჯებს. ასევე სტუდენტებს გადაეცემათ ყოველთვიური სტიპენდია 65-85 ევროს ოდენობით. სტუდენტებს სტიპენდია გადაეცემათ მთელი აკადემიური წლის განმავლობაში, გარდა ზაფხულის არდადეგებისა, ხოლო დოქტორანტები თანხას მიიღებენ მთელი წლის მანძილზე.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

სტიპენდია არ აფინანსებს კვებას და მგზავრობის ხარჯებს.

რაც შეეხება სწავლების ენას, რუმინული ენის პოპულარიზაციის მიზნით, რუმინეთის მთავრობა სტიპენდიას მიანიჭებს მხოლოდ იმ კანდიდატებს, ვინც რუმინულ ენაზე ისწავლის რუმინეთის უნივერსიტეტებში.

იმ კანდიდატებს, რომლებიც არ ფლობენ რუმინულს, მაგრამ სურვილი აქვთ მისი შესწავლის, მიეცემათ საშუალება, ერთი წელი ისწავლონ ენის მოსამზადებელ კურსებზე. ხოლო რომლებიც ფლობენ რუმინულს, ცოდნის დონის შესამოწმებლად გაივლიან უმაღლესი განათლების ინსტიტუტების მიერ სპეციალურად ამ მიზნით შედგენილ ტესტს.

როგორც ,,სტუდენტურ ამბებს” რუმინეთის საელჩოში საქართველოში განუცხადეს, უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო დოკუმენტაციის წარსადგენად, ვადებისა და პროცედურების გასავლელად უნდა მიმართოთ რუმინეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობას საქართველოში.

საბუთები უნდა წარადგინოთ ინგლისურად, ფრანგულად ან შესაძლოა მოთხოვნილ იყოს დოკუმენტაციის რუმინულ ენაზე წარდგენა.

პასუხები საელჩოებს გადაეგზავნებათ 2016 წლის 25 ივნისს, რომლის შემდეგაც ჩარიცხულმა სტუდენტებმა სავიზო და სახვა პროცედურებისათვის უნდა მიმართონ კვლავ საელჩოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული ან დაუკავშირდით რუმინეთის საელჩოს საქართველოში.

რუმინეთის საელჩო
ხუციშვილი ქ. 7 (ლვოვი), თბილისი
ტელ: (+995 32) 238 53 10
ფაქსი: (+995 32) 238 52 10
ელ-ფოსტა:ambasada@caucasus.net
ვებგვერდი: http://tbilisi.mae.ro/en

სასწავლო სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისთვის ტალინის უნივერსიტეტში

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები