ზოგიერთი ადამიანი შეგნებულად ირჩევს სარკაზმს, ვინაიდენ ადამიანისთვის თავ-პირის გაერთიანება კანონის მიხედვით ისჯება. იმასაც ამბობენ, რომ სარკაზმი ერთგვარი ემოციური ფარია, რომელიც ჩვენს გრძნობებს იცავს. დანარჩენებს კი მიაჩნიათ, რომ სარკაზმი არის საშუალება, მიაყენო შეურაცხყოფა იდიოტს ისე, რომ მან ამის შესახებ ვერაფერი გაიგოს.
გთავაზობთ სარკასტული ადამიანების 10 უპირატესობას:
1. შეუძლიათ ადამიანის გაშიფრვა;
ჰაიფას უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფსიქოლოგის, შამან ცორის მიხედვით, სარკასტულ ადამიანებს უკეთ ესმით გარშემო მყოფთა ემოციები და მიზნები.
[textmarker color=F5DA81]✔გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
2. უფრო მახვილი გონება აქვთ;
კვლევებმა აჩვენა, რომ სარკაზმის გასაგებად ადამიანის გონებას რთული სამუშაოების შესრულება უწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც სარკაზმს იყენებს, გაცილებით უფრო ხშირად ავარჯიშებს საკუთარ ტვინს, ვიდრე სხვები.
3. კარგად შეუძლიათ პრობლემების მოგვარება;
სარკაზმი კრეატიულ აზროვნებას ავითარებს, რაც თავის მხრივ სასარგებლოა გამოსავლის ძიებისას. სარკასტულ ადამიანებს უკეთესი უნარი აქვთ გამოუვალ სიტუაიებში გამოსავლის პოვნისა, ვიდრე სხვებს.
4. მათ გააჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური უნარი;
სარკაზმი დღევანდელ საზოგადოებაში უმთავრესი ენაა, სარკასტული ადამიანები გაცილებით უფრო იშვიათად ხვდებიან ხოლმე უხერხულ სიტუაციებში, რადგან მათ აქვთ უნარი, ამგვარ სიტუაციებს თავი მარტივად დააღწიონ.
5. გააჩნიათ ძლიერი თავდაცვის უნარი;
ყველაფერი გულთან ახლოს სულაც არ მიაქვთ და არც მაშინ იღვრებიან ცრემლებად, როცა ვინმე დასცინით. პირიქით, როგორც წესი, მომაკვდინებელ კონტრშეტევას ახორციელებენ „თავდამსხმელის“ წინააღმდეგ.
6. უფრო ჯანსაღი ტვინი აქვთ;
კალიფორნიისა და სან ფრანცისკოს უნივერსიტეტებში ჩატარებულ გამოკვლევებზე დაყრდნობით, ნეიროქირურგი კატარინა რანკინი ამტკიცებს, რომ სარკაზმის გაგების უუნარობა ხშირად იმის მანიშნებელია, რომ ტვინი დაზიანებულია.
7. მეგობრებსა და ახლობლებს უფრო ჭკვიანებად აქცევენ;
იქიდან გამომდინარე, რომ სარკაზმი მათი კომუნიკაციის მუდმივი მეთოდია, გარშემო მყოფნი იძულებულნი არიან ისწავლონ სარკაზმის გაშიფვრა და შესაბამისად გონებასაც ჩვეულებრივზე მეტად ავარჯიშებენ.
8. შურისძიებისთვის კრიმინალურ გზებს არ იყენებენ;
თუ ოდესმე გიჩხუბიათ სარკასტულ პიროვნებასთან, სავარაუდოდ, საკუთარ თავზე გიგემიათ მისი მწარე შენიშნვა, რომელმაც ძალიან გატკინათ გული. ფიზიკური ანგარიშსწორების ნაცვლად ისინი სიტყვიერ ანგარიშსწორებას მიმართავენ.
9. შეუძლიათ შეურაცხყოფა ისე მოგაყენონ, რომ თან გაგაცინონ;
ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, შეურაცხყოფა და კომპლიმენტი ერთ წინადადებაში მოაქციონ და აქცენტი იმ ნაწილზე გაგაკეთებინონ, რომელსაც თავად აირჩევენ.
10. ისეთი მეგობრები ჰყავთ, რომელთაც ნამდვილად უყვართ ისინი;
იციან, რომ ნამდვილი მეგობრები ჰყავთ, რადგან ასე რომ არ იყოს, ვერავინ გაუძლებდა მათ სარკასტულ შენიშნვებს ყოველდღიურად.
იხილეთ ასევე: ჰარვარდის სტუდენტების მოტივაცია (15 წესი)
წყარო: news.bitofnews.com
თარგმანი: ქეთი ქურციკიძე