8 მიზეზი, რატომ არიან დაბალი GPA-ს მქონე სტუდენტები უფრო წარმატებულნი

საინტერესო ფაქტები

მე–19 საუკუნეში უნივერსიტეტების ძირითადი დანიშნულება სტუდენტებისათვის მორჩილების სწავლება იყო. სისტემის ერთი მიზანი ჰქონდა –  დამთმობი და დამჯერი მუშახელი შეექმნა, რომელიც შეკითხვებს არასოდეს დასვამდა.

ახლა 21–ე საუკუნეა და უნივერსიტეტებში საპირისპირო მდგომარეობაა შექმნილი. ქვეყანას ყურმოჭრილი  ქარხნის მუშები  აღარ სჭირდება.  ამჟამად ხელოვანების, შემოქმედების, ჰაკერების, გამომგონებლების ერაა. ახლა ვნახოთ  რითი სჯობიან დაბალი ჯიპიეის მქონე სტუდენტები  მაღალი ჯიპიეის მქონე თანაკურსელებს.

  1. სასწავლო სისტემას მუდამ კრიტიკული თვალით უყურებენ;

ასეთი სტუდენტები სისტემის დადებით მხარეს ხედავენ, მაგრამ არ აღმერთებენ და უსიტყვოდ არ ემორჩილებიან. მის ნაკლსაც ამჩნევენ და ობიექტურად აკრიტიკებენ. ამ სტუდენტებს უმცირესობაში ყოფნის არ ეშინიათ. პროტესტის მარტო გამოხატვა შეიძლება უხერხული იყოს, მაგრამ არასწორი მიმართულებით წინსვლას ნამდვილად სჯობს.

  1. არ არიან ბრმად მიმდევრები;

ისინი დამოუკიდებლად აზროვნებენ. სხვის მიერ გავლებულ ხაზებს შორის არ გაივლიან თუ ჯერ არ გაარკვიეს რისთვისაა ეს ხაზები. იმის ნაცვლად, რომ სხვამ უკარნახოს როგორ იცხოვროს, ურჩევნია თავად მიიღოს გადაწყვეტილებები. როცა ყველა მარჯვნივ წავა ის მარცხნივ მიდის.

3574c1e

  1. ისინი არ ცდილობენ ლექტორებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენას;

მთელ ენერგიას იმაზე ნამდვილად არ ხარჯავენ – ლექტორების თვალში უფრო ჭვკიანი და ინტელექტუალურები გამოჩნდნენ, ანუ არ არიან დაავადებულნი დღესდღეობით სტუდენტებში ეგზომ გავრცელებული “ვაზელინის სინდრომით“. შეიძლება ლექტორებს პატივს სცემდნენ, მაგრამ არ გააფეტიშებენ და მათ ყველა მითითებას თავის ქიცინით არ შეხვდებიან.

  1. უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი აქვთ;

ირონიულია. რაც უფრო შეპყრობილი ხართ თქვენს ქულებზე ფიქრით, უფრო ნაკლებად ფიქობთ თქვენს მომავალზე. სტუდენტები, რომლებიც საშუალოდ C- შეფასებას იღებენ უფრო სტრატეგიულები არიან და რაციონალურად ხარჯავენ დროს. სანამ მათი თანაკურსელები ტყავს იძრობენ მაღალი შეფასების მისაღებად, ისინი თავიანთი მიზნების მისაღწევად ირჯებიან. ცხოვრების დასაწყებად სულაც არ ელოდებიან უნივერსიტეტის წითელ დიპლომზე დამთავრებას.

[textmarker color=F3F781]✔ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

  1. იციან როგორ გამოიყენონ სხვების შესაძლებლობები;

როცა ბეჯითი სტუდენტები ცდილობენ  ყველაფერი თვითონ გააკეთონ, ამ დროს დაბალი აკადამიური მოსწრების მქონე სტუდენტი გარშემო ისეთ ადამიანებს იკრებს, რომლებიც მისი სისუსტეების კომპენსირებას ახდენენ. მათ არ რცხვენიათ იმის აღიარება, რომ ყველფერი არ იციან.

  1. ისინი თვითსწავლებას ანიჭებენ უპირატესობას;

ისინი არ არიან აცრილნი სწავლაზე, უბრალოდ  ამჯობინებენ, რომ ცოდნის მიღების პროცესი თავად განკარგონ. არ მოსწონთ, როდესაც სხვა ასწავლით როგორ იფიქრონ.  ურჩევნიათ თავად იკვლიონ და აღმოაჩინონ. ძალას არაფერს ატანენ, ამის ნაცვლად თავიანთი მისწრაფებებისკენ მიილტვიან.

  1. არ არიან პერფექციონისტები;

უკეთესი კარგის მტერია. C შეფასების მქონე ტუდენტები ამ დევიზით ცხოვრობენ. ისინი შედეგებზე და საქმის ბოლომდე მიყვანაზე არიან ორიენტირებულნი. იციან, რომ პერფექციონიზმს საქმის გადადებამდე მივყავართ. ურჩევნიათ იჩქარონ და შემდეგ შეცდომებზე ისწავლონ. მარცხი საუკეთესო მასწავლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს ეს მეთოდი შეიძლება უნივერსიტეტიდან გარიცხვად დაუჯდეს.

  1. არიან მეოცნებეები;

მაშინ, როცა ბეჯითი სტუდენტი ყურადღებით უსმენს ლექციას და ცდილობს გაიგოს რა საკითხები მოვა მოახლოებულ ფინალურებზე, „სამოსანი“ სტუდენტი ფანჯრიდან ღრუბლებს და ლამაზ პეიზაჟებს აკვირდება.

იხილეთ ასევე: ჰარვარდის სტუდენტების მოტივაცია (15 წესი)

თარგმანი: ქეთი ქურციკიძე

წყარო: lifehack.org

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები