97 წლის კურსდამთავრებულს დიპლომი აღირსეს

მხიარული ინფო

97 წლის ქალბატონი ცისანა კაკიაშვილი სიხარულისგან ატირდა, როცა მას, როგორც იქნა, დიპლომი აღირსეს.
ft
„დღეს დილით მეწვივნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები უნივერსიტეტიდან და მაცნობეს, რომ ჩემი დიპლომი დამზადდა და შემეძლო კედელზე ჩამომეკიდა! ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს, ოცნებები ხდება!“

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

ქალბატონმა ცისანამ უნივერსიტეტი 74 წლის წინათ დაამთავრა, დიპლომის დამზადებისა და გაცემის პროცედურა კი ისე გაიწელა, ცხელი ელარჯი მიგვიქარავს.

„მთავარია, ცოცხალს მოვუსწარით და ახლა მას შეუძლია მშობლებს აჩვე… მთავარია თვითონ ნახა და შეუძლია დიდხანს… მოკლედ, რამდენი ხანიც დარჩა, შეუძლია დატკბეს ამ დროით თავისი დიპლომის ცქერაში! ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ ქალბატონო ცისანა, გილოცავთ დიპლომის აღებას!“ – განაცხადა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა და დემონსტრაციულად გადაჰკოცნა ჯერაც თვალცრემლიანი ქალბატონი ცისანა.

fttt

„როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ მინდოდა, ამისთვის დიპლომის ასლი მომთხოვეს. მე მიამიტს მაშინ მეგონა, რომ ეგ პრობლემა არ იქნებოდა და უნივერსიტეტს მივაკითხე კუთვნილი დიპლომის გამოსატანად. იქ კი მითხრეს, რომ დიპლომის დამზადებას დრო სჭირდებოდა, რომ არაფერი ხდება თვალის დახამხამებაში და რომ „მოთმინება გმართებს, ახალგაზრდავ, შენ გარდა კიდევ ბევრია რიგში!“ მეც რაღა დამრჩენოდა, ლოდინი დავიწყე. და აი, დღეს ამ ლოდინმა, როგორც იქნა, შედეგი გამოიღო! მართალია ჩემი მშობლები ვერ მოესწრნენ ამ დღეს, მაგრამ იმისთვისაც მადლობელი ვარ, რომ მე მოვესწარი.“ – განაცხადა გულაჩუყებულმა ქალბატონმა ცისანამ და დაამატა, რომ ნანინანატრ დიპლომს ხელს სამარის კარამდე აღარ გაუშვებდა.

 

პერსონაჟის სახელი/გვარი და აღწერილი სიტუაცია გამოგონილია

იხილეთ ასევე: მოსწავლე VS სტუდენტი: ძირითადი განსხვავებები

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები