მოსწავლე VS სტუდენტი: ძირითადი განსხვავებები

მხიარული ინფო

ახალგაზრდებში ასეთი უცნაური ტენდენციაა – სკოლის პერიოდში ისინი უნივერსიტეტზე ოცნებობენ, ხოლო უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, ოცნებაშელახულები, ფიქრით კვლავ მშობლიური სკოლის კედლებს უბრუნდებიან და განვლილ დღეთა დიდებას ცხარე ცრემლებით მისტირიან. წარმოგიდგენთ ამ სულიერი წინააღმდეგობის ამსახველ ილუსტრაციებს:

1

ჩანთა, რომელიც სკოლაში აუცილებელი ატრიბუტი იყო, უნივერსიტეტში ძალას კარგავს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საწერ კალამს ჯიბეშიც თავისუფლად ჩავიდებთ. ან თუ ეგეც დაგვავიწყდა, ყოველთვის შეგვიძლია ორკალმიან თანაკურსელს ჩავესესხოთ ლექციის ბოლომდე.

2

თუ სკოლაში “შატალოზე” წასვლა გმირობასთანაა გაიგივებული, უნივერსიტეტში ეს მოვლენა სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი ელემენტია და ზოგი ლექცია უბრალოდ ითხოვს, რომ არ დაესწრო.

3

სკოლაში თუ კლასის განუყოფელი ნაწილი იყავი და ძმაბიჭების (ან დაქალების) გარეშე არსად ფეხს არ დგამდი, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტშიც აუცილებლად ასე იქნება, რადგან მასში გამეფებული სისტემა მოქმედებს პრინციპით: დაყავი და იბატონე.

4

სკოლის პერიოდში ყველაზე არაორგანიზებულ მოსწავლესაც რამდენიმე რვეული დააქვს თან, რომელიც სხვადასხვა საგნისთვისაა განკუთვნილი. უნივერსიტეტში ამგვარ პრაქტიკას სამუდამოდ ვემშვიდობებით – დაგვაქვს ერთი სქელი რვეული, რომელშიც ყველაფერს ვტენით, დუდლ არტიდან დაწყებული, ლექციაზე თუ ქუჩაში გაგებული საინტერესო ფრაზით დამთავრებული.

5

სკოლაში ხუთიანი (ახლა უკვე ათიანი) დიდს არაფერს ნიშნავს, იქ მაქსიმალიზმის შეგრძნება ყოველთვის ჭარბია, მაგრამ უნივერსიტეტში მაქსიმალიზმი მომენტალურად იცვლება მინიმალიზმითა და “ნეტა ბარიერი გადამალახინა” ფიქრებით.

6

სკოლა ცხრა საათზე იწყება და ბევრი მოსწავლისთვის ეს ერთობ უსიამოვნო ნიუანსია, მაგრამ მათ იციან, რომ აუცილებლად უნდა წამოფრინდნენ უთენია და გაკვეთილებისთვის გაემზადონ, რადგან სხვა გზა არ აქვთ. სტუდენტი ამ მხრივ გაცილებით ხელ-ფეხ გახსნილია. მას თავისუფლად შეუძლია დილით არჩევანი სასიამოვნო სიზმრებისა და თბილი ლოგინის სასარგებლოდ გააკეთოს და შუადღემდე დატკბეს ამ არჩევანით. სხვა საკითხია სემესტრის ბოლოს გაცინების ამბავი.

[textmarker color=D0A9F5]გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე![/textmarker].

7

სკოლის პერიოდში მოსწავლეების უმრავლესობათა ჩაცმულობაზე მშობლები (უარეს შემთხვევაში ბებიები) ზრუნავენ, რაც მათ ოფიციალურ და კონსერვატულ გარეგნობას უზრუნველყოფს. სტუდენტობის პერიოდში ეს დატყვევებული ბარტყები ფრთებს შლიან და კედებიან პირველ ნაბიჯებს დგამენ თანამედროვე მოდის სამყაროში.

8

 

იხილეთ ასევე: სტუდენტი გამოცდაზე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები