„მიჩვენეთ ნორმალური ადამიანი და მე განვკურნავ მას“
• დამოკიდებულების ნებისმიერი ფორმა ცუდია, მიუხედავად იმისა, ნარკოტიკი იქნება ის, რაზეც დამოკიდებული ვართ, ალკოჰოლი, მორფი თუ იდეალიზმი.
• ყველაფერს, რაც სხვებთან დაკავშირებით გვაღიზიანებს, შეუძლია საკუთარი თავის შეცნობისკენ გვიბიძგოს.
• ორი ინდივიდის შეხვედრა ორი ქიმიური ელემენტის ურთიერთქმედებას ჰგავს: თუ რეაქციის რაიმე ფორმა გამოვლინდა, ორივე მათგანი იცვლება;
• ფეხსაცმელი, რომელიც ერთ ადამიანს იდეალურად ერგება, მეორეს შეიძლება უჭერდეს. ვერ იარსებებს ცოცხალი არსება, რომელიც ყველა ვითარებას ერთნაირად მოერგება;
• შეუძლებელია წყვდიადის სინათლედ, აპათიის კი – მოძრაობად ქცევა ემოციების გარეშე;
• დიდი ტალანტები კაცობრიობის ხის ყველაზე გემრიელი და ამავდროულად სახიფათო ნაყოფია; მათ ყველაზე ხშირად ისეთი ტოტები ისხამენ, რომლებიც ადვილად იმტვრევა;
• ყველა ქაოსში კოსმოსი იმალება, უწესრიგობაში კი საიდუმლო წესრიგი;
[textmarker color=A9F5F2]✔ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
• ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ აღვიქვამთ საგნებს და არა იმაზე, თუ როგორები არიან ისინი სინამდვილეში;
• საკუთარი ბნელი მხარეების შესწავლა საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ სხვა ადამიანების ბნელ მხარეებთან გამკლავება შესძლო;
• ცოდნა მხოლოდ ჭეშმარიტების უკან კი არა, შეცდომის მიღმაც იმალება;
• სიტყვა „ბედნიერება“ დაკარგავდა მნიშვნელობას, სევდა რომ არ აბალანსებდეს;
• ვერასოდეს მოეგები გონს ტკივილის გარეშე;