გაეცანით უცნაურ ისტორიულ ფაქტებს, რომლებიც, სავარაუდოდ, არსად წაგიკითხავთ.
1. ოფიციალურად, ყველაზე ხანგრძლივი ომი ნიდერლანდებსა და სიცილიის კუნულს შორის მიმდინარეობდა. ის 1651 წელს დაიწყო და 1981 წელს დასრულდა.
2. ყველაზე ხანმოკლე ომი 38 წუთს გაგრძელდა და ის 1896 წლის ანგლო-ზანზიბარის ომის სახელითაა ცნობილი;
3. ერთხელ ნაპოლეონს ველური კურდღლები დაესხნენ თავს.
[textmarker color=A9F5F2]✔ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
4. 1929 წელს პრინსტონელმა მკვლევრებმა წარმატებით აქციეს ცოცხალი კატა ფუნქციურ ტელეფონად.
5. ლორდ ბაირონს კოლეჯში სწავლისას თავის ოთახში მოშინაურებული დათვი ჰყავდა;
6. 1912 წელს პარიზში უპატრონო ბავშვთა თავშესაფარმა ლატარეა გაათამაშა, ჯილდო ახალშობილი ბავშვები იყვნენ;
7. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის აშშ-ს საჰაერო ძალა მხოლოდ 18 პილოტისა და ხუთიდან თორმეტამდე თვითმფრინავისგან შედგებოდა;
8. პირველმა ბომბს, რომელიც მოკავშირეებმა მეორე მსოფლიო ომის დროს ბერლინში ჩამოაგდეს, ბერლინის ზოოპარკის ერთადერთი სპილო ემსხვერპლა;
9. არაბული ციფრები (რომელსაც დღეს ვიყენებთ) ინდიელი მათემატიკოსების მიერაა შემოღებული და არა არაბების;
10. ისლანდიის პარლამენტი მსოფლიოს უძველესი პარლამენტია, ის 930 წელს დაარსდა;
11. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში 1666 წელს გაჩენილმა ხანძარმა 13,500 სახლი გაანადგურა, დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა რვას არ აღემატებოდა;