5 ცნობილი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი

საინტერესო ფაქტები

1. ეშის ექსპერიმენტი კომფორმიზმზე:

ეშმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც ერთ ოთახში შეკრებილ რამდენიმე ადამიანს დაუსვეს უმარტივესი კითხვები (დაფაზე გამოსახული რომელი ხაზი იყო ყველაზე გრძელი). შეკრებილი ადამიანებიდან ცდისპირების გარდა ყველა წინასწარ გააფრთხილეს რომ დასმულ კითხვაზე მცდარი პასუხი უნდა გაეცათ. ექსპერიმენტის მიზანი იყო იმის დადგენა თუ რამდენად წავიდოდა ადამიანი „მასის“, ანუ ბევრი ადამიანის აზრის წინააღმდეგ. ცდისპირების 32-მა პროცენტმა სხვების გავლენით არასწორად გასცა პასუხი მარტივ კითხვას.
2. კეთილი სამარიტელის ექსპერიმენტი:

1973 წელს, პრიცსტონის თეოლოგიურ სემინარიაში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელშიც 67 სტუდენტი მონაწილეობდა. ისინი კოლეჯში მოიწვიეს და სპეციალური გამოკითხვა ჩაუტარეს. შეავსებინეს კითხვარები და ცალ–ცალკე გაესაუბრნენ.

გასაუბრებისას, ზოგ მათგანს მომავალი კარიერისა და სამსახურის შესახებ უსვამდნენ კითხვებს, ზოგს კი სთხოვეს „კეთილი სამარიტელის“ იგავის შესახებ გამოეთქვათ მოსაზრება. სტუდენტებმა არ იცოდნენ, რომ ექსპერიმენტში იღებდნენ მონაწილეობას.

სემინარიიდან გამოსვლის შემდეგ თითოეულ მათგანს, კართან ახლოს წაქცეული, ავადმყოფი მამაკაცი უნდა დახვედროდათ. კაცი საშინელ ფიზიკურ მდგომარეობაში იყო, თვალები დახუჭული ჰქონდა, ახველებდა და თვალში აშკარად მოგხვდებოდათ. ფაქტია, ვერცერთი მონაწილე ვერ აუვლიდა გვერდს გაჭირვებაში მყოფ უცნობს, მაგრამ საქმე იმაში იყო, თუ ვინ დაეხმარებოდა მას. ექპერიმენტის ორგანიზატორები ფიქრობდნენ, რომ დახმარების სიხშირე დამოკიდებული იქნებოდა მონაწილეთა გადაადგილების სიჩქარეზე. ამიტომაც გასაუბრების შემდეგ, მათ სხვაგან აგზავნიდნენ და თითოეულს განსხვავებულ ინსტრუქციებს აძლევდნენ. მაგალითად: „მგონი დაგაგვიანდათ. ისინი უკვე რამოდენიმე წუთის წინ გელოდნენ, სჯობს სწრაფად წახვიდეთ.“ „ასისტენტი გელოდებათ, შეგიძლიათ წახვიდეთ და ესაუბროთ.“ „ალბათ რამოდენიმე წუთი დასჭირდებათ, ვიდრე მიგიღებენ, თუმცა შეგიძლიათ მაინც წახვიდეთ.“

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ამგვარი ინსტრუქციებით, მათ სამი სიჩქარის ჯგუფი ჩამოაყალიბეს: მაღალი, საშუალო და დაბალი. თითოეული ჯგუფი ასევე დაყოფილი იყო 2 ნაწილად: ადამიანები, რომელთაც „კეთილი სამარიტელის“ შესახებ ჰქონდათ საუბარი და ისინი ვისაც მომავალ სამსახურზე ესაუბრნენ. შედეგები: შევსებული კითხვარების შედეგებიდან გამომდინარე, რელიგიურობის როლი გადამწყვეტი არ აღმოჩნდა. საშუალოდ მონაწილეთა 40%–მა აღმოუჩინა უცნობს დახმარება. თუმცა სისწრაფე, მაინც მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი აღმოჩნდა. ამ ჯგუფებში დახმარების მაჩვენებელი შემდეგნაირად განაწილდა: დაბალი სიჩქარე: 63% საშუალო სიჩქარე: 45% მაღალი სიჩქარე: 10% (წყარო: 4motivi.com)

p1060563
3. ექსპერიმენტი დამსწრეების გულგრილობაზე:

როცა 1964 წელს ქალი მოკლეს, სტატიაში ნათქვამი იყო, რომ 38 ადამიანი შეესწრო ინციდენტს, მაგრამ არავის არაფერი მოუმოქმედია.
ფსიქოლოგებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც ოთახებში ორ-ორი ადამიანი გადაანაწილეს და დისკუსიის გამართვა სთხოვეს. შუა დისკუსიის დროს ერთ-ერთი ოთახიდან ექსპერიმენტის ყველა მონაწილემ გაიგო როგორ ითხოვდა ვიღაც შველას. მონაწილეთა 85% ამ ოთახისკენ გაემართა დახმარების აღმოსაჩენად. თუმცა ექსპერიმენტი ამით არ დასრულებულა, მეორე ექსპერიმენტში ყოველ ოთახში ოთხ-ოთხი ადამიანი განათავსეს და იგივე მეთოდს მიმართეს, ამჯერად საშველად მხოლოდ 30% გაემართა.
4. სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი:

the-stanford-prison-experiment
ფილიპ ზიმბარდომ ჩაატარა გახმაურებული სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი, სადაც მან მონაწილეები ორ ნაწილად – ზედამხედველებად და პატიმრებად დაჰყო.
საბოლოოდ, ზედამხედველებმა პატიმრების მიმართ ძალადობა დაიწყეს და თავიანთი „ძალაუფლება“ ბოროტად გამოიყენეს. ამ ექსპერიმენტის შესახებ ფილმებიცაა გადაღებული.

5. მილგრამის ექსპერიმენტი:

ფსიქოლოგმა სტენლი მილგრამმა ავტორიტეტებისადმი მორჩილების ფენომენის შესწავლა გადაწყვიტა. 1974 წელს მან მოხალისეები აიყვანა და პირობითად დაჰყო ,,მოსწავლეებად” და ,,მასწავლებლებად”. თუმცა რეალურად ,,მოსწავლეები” დაქირავებული მსახიობები იყვნენ. ორივე მხარეს უთხრეს, რომ კვლევა მეხსიერებასა და სწავლის უნარს ეხებოდა.
მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც აძლევდნენ ბარათებს, რომლებიც, როგორც ეუბნებოდნენ, შემთხვევითობის პრინციპით ირჩეოდა. სინამდვილეში კი მოსწავლეებსაც იგივე ბარათები ჰქონდათ, რასაც მასწავლებლები კითხულობდნენ. მსახიობი მოსწავლეები იტყუებოდნენ, რომ მოსწავლის ბარათები მიიღეს.
ორივე მხარე სხვადასხვა ოთახებში იყო განაწილებული და მხოლოდ ერთმანეთის ხმა ესმოდათ. მასწავლებლები კითხულობდნენ ტესტს 4 სავარაუდო პასუხით. თუ მოსწავლეები არასწორად უპასუხებდნენ, ისინი ელექტროშოკს მიიღებდნენ. ძაბვა ყოველ არასწორ პასუხზე იზრდებოდა. სწორი პასუხის შემთხვევაში კი არანაირი სასჯელი არ იყო და მასწავლებელი შემდეგ კითხვაზე გადადიოდა.
რეალურად, მოსწავლეებს არაფერი მოსდიოდათ, მთავარი დაკვირვების ობიექტი ექსპერიმენტში მასწავლებლები იყვნენ. თითოეულ “დარტყმაზე” მასწავლებლების ოთახში ყვირილი ისმოდა, რომელიც წინასწარ იყო მაგნიტოფონში ჩაწერილი. როცა ძაბვა ძალიან მაღლა ადიოდა, მოსწავლე კედელს მიაწყდებოდა და მასწავლებელს შეჩერებას სთხოვდა. ამას სასჯელის შეჩერება და ცოტა ხნით სიჩუმე მოჰყვებოდა ხოლმე.
ბევრ მასწავლებელს მწუხარების განცდა ეუფლებოდა და ექსპერიმენტის დასრულებას ითხოვდა. თუმცა მილგრამი მათ ამხნევებდა და მუდმივად იმეორებდა სტანდარტულ ფრაზებს: “თუ შეიძლება, გააგრძელეთ”, “ექსპერიმენტი მოითხოვს, რომ განაგრძოთ”, “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განაგრძოთ”, “არჩევანი არ გაქვთ, უნდა განაგრძოთ”, “ყველა პრობლემას საკუთარ თავზე ვიღებ, განაგრძეთ”. 40 მასწავლებლიდან მხოლოდ 14-მა მოითხოვა შოკის შეწყვეტა , როცა ძაბვამ 450 ვოლტს ააღწია, ხოლო 300 ვოლტამდე არცერთს პრეტენზია არ გამოუთქვამს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები