1. ითხოვე დახმარება.
ეს გზა ასევე ცნობილია ბენჟამენ ფრანკლინის მეთოდის სახელით. მან დახმარება სთხოვა ადამიანს, რომლის გულის მონადირებასაც დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა. ფრანკლინმა ამ კაცს ერთი იშვიათი წიგნი სთხოვა, კაცმაც მისცა, ფრანკლინმა თავაზიანი მადლობა გადაუხადა და ამის შემდეგ ისინი დამეგობრდნენ კიდეც.
2. მოითხოვე იმაზე მეტი, რამდენის მიღებაც გინდა.
უაზრო მოთხოვნის წაყენების შემდეგ რაციონალურ კომპრომისამდე მისვლა უფრო ადვილდება, ამიტომ თავდაპირველად მეტი მოითხოვეთ, შემდეგ კი თამასა თანდათან დასწიეთ.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
3. ყოველთვის მიმართე ადამიანს სახელით.
დეილი კარნიგი თავის წიგნში წერს, რომ ადამიანისთვის საკუთარი სახელი ყველაზე სასიამოვნო სიტყვაა, რომელიც ცხოვრების განმავლობაში ესმის. ის იდენტურობასთან ასოცირდება, ამიტომ ადამიანი, რომელიც სახელით მოგვმართავს თავისდა უნებურად თავს მნიშვნელოვნად და უნიკალურად გვაგრძნობინებს, ამიტომ ის პოზიტიურ გრძნობებს იწვევს.
4. პირფერობა საჭირო დოზით.
ამ მეთოდის გამოყენებისას გარკვეული სიფრთხილეა საჭირო: თუ შეეცდებით კომპლიმენტებით ასიამოვნოთ ისეთი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში დარწმუნებულია, მისგან სიმპატიას დაიმსახურებთ, რადგან თქვენს კომპლიმენტებს ლოგიკურად მიიჩნევს, ხოლო თუ არათავდაჯერებულ ადამიანთან გამოიყენებთ იმავე მეთოდს, შესაძლოა ის გააღიზიანოთ, რადგან სიყალბეში დაგადანაშაულებთ.
5. აირეკლეთ მათი ქცევა (ქცევის იმიტირება).
მიმიკაცია ის უნარია, რომელიც ზოგიერთ ადამიანს ძალიან კარგად გამოსდის, ისინი ფსიქოლოგების წრეებში ქამელეონის სახელით არიან ცნობილები. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანების კეთილგანწყობა იმატებს ისეთი ადამიანების მიმართ, რომლებიც ქცევითა თუ მანერებით მათ ჰგვანან.
6. გამოიყენე დაღლილობა შენს სასარგებლოდ.
თუ ცდილობ რამის სათხოვნელად საუკეთესო დრო შეარჩიო, ეს მაშინ გააკეთე, როცა სამიზნე დაღლილია. რაც უფრო დაღლილია ადამიანი, მით უფრო ნაკლებად აქვს მას წინააღმდეგობის გაწევის სურვილი.
7. დაიწყე მოლაპარაკება ისეთი შეთავაზებით, რომელზეც უარს არ გეტყვიან.
იმის მაგივრად, რომ დიდი მოთხოვნა აჯახოთ, თავიდან მინიმალური სათხოვარით დაიწყეთ, რომელსაც აუცილებლად შეგისრულებენ, შემდეგ კი თანდათან გაზარდეთ მოთხოვნა. ადამიანი, რომელმაც ერთი სათხოვარი უკვე შეგისრულათ, სავარაუდოდ ბოლომდე გამოგყვებათ.
8. არავინ ამხილო შეცდომაში.
როცა ვინმე შეცდომას დაუშვებს, შეინარჩუნე დუმილი, ნუ გამოააშკარავებ მის უცოდინრობას. თუ ამის საწინააღმდეგოთ მოიქცევით გაითვალისწინეთ, რომ პირდაპირ მის ეგოზე მიიტანთ იერიშს, რაც მის თვალში კეთილგანწყობის მოპოვების შანსებს მინიმუმამდე დაიყვანს.
9. გაიმეორეთ ის, რასაც გეტყვიან პერიფრაზის სახით.
თანამოსაუბრეს ხშირად გაუმეორეთ მისივე პერიფრაზირებული სიტყვები. საუკეთესო გზა, გავლენა მოახდინო ვინმეზე არის მისთვის იმის დემონსტრირება, რომ მართლა გესმის მისი.
10. ხშირად აქნიე თავი, როცა ლაპარაკობ და განსაკუთრებით მაშინ, როცა ვინმესგან რამეს ითხოვ.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ, როცა ადამიანი მოსმენის პროცესში თავს აქნევს, ის მთხრობელს ეთანხმება. მათ ასევე დაადგინეს, რომ როცა მოსაუბრე თავს აქნევს, მსმენელიც ხშირად იმეორებს ამ მოძრაობას.