სტუდენტმა დაკარგული ძაღლის პოვნის სანაცვლოდ 1000 დოლარიანი სტიპენდია მიიღო. ტეხასის ქალაქ როულეტის მკვიდრმა ძაღლი სახელად Cujo დაახლოებით ერთი თვის წინ დაკარგა. ძაღლის მოსაძებნად სოციალურ ქსელებში, ფეისბუქსა და ტვიტერზე, სპეციალური ჯგუფიც “Team Cujo” შეიქმნა.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
საბოლოოდ ძაღლის პოვნა ახალგაზრდა სტუდენტმა ზაკ პავაგაუმ (Zack Pavageau) მოახერხა. ის 1000$-იანი სტიპენდიითა და ავტოსკოლაში 360$-ის ღირებულების კურსის სასაჩუქრე ბარათით დაჯილდოვდა.
რაც შეეხება ძაღლს, ის ვეტერინარებმა უკვე გასინჯეს და მის მშობლიურ სახლში თავს უკვე მშვიდად გრძნობს.
წყარო: usascholarship.net