უცნობი ფაქტები ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრებიდან

საინტერესო ფაქტები

1. ფროიდმა პირად ექიმს ევთანაზიის გაკეთება სთხოვა
1939 წლისათვის ფროიდი უკვე იტანჯებოდა არაოპერირებადი პირის ღრუს სიმსივნისგან. ცნობილია სიტყვები, რომლებიც ფროიდმა პირად ექიმს უთხრა: „ეს მხოლოდ ტანჯვაა და უაზრობა.“ ამის შემდეგ ექიმმა მას, ფროიდის ქალიშვილის თანხმობით, მორფის სამი ამპულა გაუკეთა და სამუდამოდ დააძინა.

[textmarker color=A9F5F2]✔  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
2. თუთუნის სიყვარულმა გამოიწვია ის რომ ფროიდმა ცხოვრების განმავლობაში 30-მდე ოპერაცია ჩაიტარა სიმსივნეების ამოსაკვეთად.
ფროიდმა თამბაქოს მოწევა 20 წლიდან დაიწყო. 1923 წელს, როცა ექიმმა პირის ღრუში სიმსივნე აღმოუჩინა, ყბის დიდი ნაწილი მოაჭრა. შემდეგი 16 წლის განმავლობაში კი მას დამატებითი 33 ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.

zigm11
3. ერთი პერიოდი ფროიდი ფიქრობდა რომ კოკაინი მაგიური წამალი იყო.
1880-იან წლებში ფროიდი დაინტერესდა იმ დროისათვის არც ისე ცნობილი წამლით, რომელსაც გერმანელი სამხედრო ექიმები იყენებდნენ. მან შექმნა დოზები მეგობრებისა და საკუთარი ცოლისთვისაც, მოგვიანებით კი გამოაქვეყნა ნაშრომი: „კოკაინის შესახებ“. მაგრამ როცა ფროიდმა კოკაინი მის ერთ-ერთ ახლო მეგობარს იმისთვის გამოუწერა, რომ მას თავი დაეღწია მორფისთვის და ტკივილებიც არ ეგრძნო, აღმოაჩინა რომ ის სანაცვლოდ კოკაინზე გახდა დამოკიდებული. ამის შემდეგ მან შეწყვიტა კოკაინის ქება, თუმცა რაღაც პერიოდის განმავლობაში კვლავ იყენებდა მას დეპრესიასთან საბრძოლველად.
4. ფროიდის წიგნი: „სიზმრების ინტერპრეტაცია“ თავიდან კორმერციულად წამგებიანი აღმოჩნდა.
წიგნი, რომელსაც ფროიდმა საკუთარი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაყოფი უწოდა 1899 წელს გამოიცა და პირველი ექვსი წლის განმავლობაში მხოლოდ 351 ეგზემპლარი გაიყიდა, მეორე გამოცემა კი 1909 წლამდე არ დაბეჭდილა.

zigm3
5. ნაცისტებმა ფროიდის წიგნები დაწვეს და ის ავსტრიიდან განდევნეს
მიუხედავად იმისა, რომ თავად ათეისტი იყო, ფროიდი ებრაელების ოჯახში დაიბადა, ამიტომაც ის ნაცისტების ანტისემიტური პოლიტიკის ერთ-ერთ სამიზნედ იქცა. მისი წიგნები 1933 წელს დაწვეს, ამ მოვლენაზე ფროიდმა სარკასტული კომენტარი გააკეთა: „ეს აშკარა პროგრესია, შუა საუკუნეებში ალბათ პირადად მე დამწვავდნენ, ახლა კი მხოლოდ ჩემი წიგნებით შემოიფარგლნენ.“
6. ფროიდის ოთხი და ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ ფროიდი გარდაიცვალა, მისი დები კი ვიენაში დარჩნენ, სადაც ისინი ნაცისტებმა დააკავეს და საკონცენტრაციო ბანაკებში გადაიყვანეს.
7. ფროიდი გველთევზების სექსუალურ ცხოვრებას სწავლობდა.
ვენის უნივერსიტეტში ყოფნისას ფროიდი ზოოლოგიის შესწავლით იყო გატაცებული. ერთ-ერთმა პროფესორმა მას გველთევზების სექსუალური ცხოვრების შესწავლა დაავალა, რასაც ფსიქოანალიტიკოსი დიდი მონდომებით შეუდგა.

zigm2
8. მძარცველებმა ფროიდის ფერფლის მოპარვა სცადეს.
გარდაცვაბის შემდეგ მისი ფერფლი ძველ ბერძნულ ვაზაში მოათავსეს, რომელიც მას ბონაპარტმა აჩუქა. ვაზა ლონდონის კრემატორიუმშია განთავსებული და პოლიციის ცნობით 2014 წელს მისი მოპარვა სცადეს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები