მოსწავლეებთან სექსუალური კავშირის გამო მასწავლებელს 22 წლით პატიმრობა მიესაჯა

საინტერესო ფაქტები

2A2ED13D00000578-3147757-Reflecting_on_her_crimes_Fichter_pictured_speaking_to_her_victim-a-62_1435873800344ფლორიდის შტატში ინგლისური ენის პედაგოგს 17 წლის მოსწავლეებთან სექსუალური კავშირის დამყარების გამო 22-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

როგორ Dayly Mail იუწყება, 30 წლის ჯენიფერ ფიქტერი ლეიქლენდის სკოლაში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა და მას ბრალად ედება 3 არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარება. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მასწავლებელი თავის მოსწავლეებთან სექსით კავდებოდა ფიქტერის სახლში, მის პიკაპში, დამატებით გაკვეთილებზე და თავად მოსწავლეების საცხოვრებელ სახლებშიც. სექსუალური კავშირის ფაქტი სულ 37 – ჯერ დაფიქსირდა.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთი მოსწავლისგან ფიქტერი ბავშვსაც ელოდებოდა, თუმცა მან ორსულობა შეიწყვიტა.

[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].

ინგლისური ენის პედაგოგი მას შემდეგ დააკავეს, რაც ერთ-ერთი მოსწავლის დედამ შვილის ტელეფონში მასწავლებლის სასიყვარულო მესიჯები იპოვა.

როგორც Dayly Mail წერს, მოსამართლემ მასწავლებელს ,,მტაცებელი” უწოდა და პატომრობაშkr_karla_ray_LKLD_TEACHER_Aი ყოფნის პერიოდში ცხოვრებაზე შეხედულებების გადაფასებისკენ მოუწოდა.

როგორც ირკვევა, ფლორიდაში ასეთი ფაქტი პირველი შემთხვევა არ არის. 2005 წელს ფლორიდაში ლიტერატურის მასწავლებელი დააკავეს, რომელსაც 14 წლის მოზარდის გარყვნა ედებოდა ბრალად. სასამართლომ მას სამწლიანი შინაპატიმრობა და შვიდწლიანი გამოსაცდელი ვადა დაუწესა. ამასთან მას სპეციალური ნებართვის გარეშე არასწრულწლოვნებთან ურთიერთობა აეკრძალა და საზოგადოებრივი მუშაობის 200-საათინი პერიოდი დაუწესდა.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები