ბოლო პერიოდში, ალბათ, ხშირად გსმენიათ რომ დიდი კომპანიის კომპიუტერული სიტემა გატეხეს, პაროლი და საკრედიტო ბარათის ნომრები მოიპარეს და ა.შ. თქვენ, როგორც ინდივიდს არც ისე ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ იმ ინფორმაციის დასაცავად, რომელთაც მსგავს კომპანიებს გადასცემთ და ანდობთ. თუმცა, არსებობს რამდენიმე მარტივი ხერხი, რომლითაც შეძლებთ მსგავსი დარღვევები თავიდან აიცილოთ.
[textmarker color=fdf401]✔ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე[/textmarker].
- ანდეთ თქვენი პაროლის შერჩევა რობოტს
ადამიანის გონებას ბევრი პაროლის დამახსოვრება შეუძლია, თუმცა, ჩვენ ძალიან ცუდად ვირჩევთ შესაფერის პაროლებს. ხშირად, ჩვენ უბრალოდ ერთსა და იმავე კომბინაციას ვიყენებთ მრავალი სხვადასხვა საიტისათვის: Facebook-ზე, Google-ში, Twitter-ზე და ონლაინ ბანკინგის საიტებზე; რაც ძალიან ცუდი იდეაა. თუ ჰაკერები ერთხელ გატეხავენ რომელიმე საიტს და მოიპარავენ იმეილებისა და პაროლების ბაზას, ისინი მათ გამოყენებას სხვა საიტებზეც შეძლებენ. ამ პრობლემის გადასაწყვეტად შეიძლება Password Manager-ის გამოყენება. ეს არის პროგრამა, რომელიც შემთხვევით მრავალსიმბოლოიან პაროლს შეარჩევს თითოეული საიტისათვის და მათ სინქრონიზებას მოახდენს თქვენს მრავალ მოწყობილობას (კომპიუტერი, მობილური…) შორის. ორი ყველაზე პოპულარული პასვორდ-მენეჯერია 1Password და LastPass.
- გამოიყენეთ ორფაქტორიანი ავტორიზაცია
კიდევ ერთი გზა თქვენი ანგარიშის დასაცავად არის დარწმუნდეთ რომ თუ ვინმე თქვენს პაროლს გაიგებს, ის მაინც ვერ შეძლებს თქვენს ანგარიშზე შესვლას. ამისათვის თქვენ ორ ფაქტორიანი ავტორიზაცია დაგჭირდებათ: დამატებითი უსაფრთხოების ფუნქცია, რომლის დამატება ბევრი ექაუნთისთვის სპეციალური აპლიკაციებით შეიძლება. ეს გულისხმობს თქვენს პროფილზე შესვლისათვის დამატებით ნაბიჯად შემთხვევითი რიცხვებისგან შემდგარი კოდის გამოგზავნას თქვენს ტელეფონზე, ან სპეციალურ აპლიკაციას, რომელიც ამისათვის ერთჯერად კოდებს თავად წერს.
- ჩართეთ დისკის დაშიფვრის სისტემა
თუ ლეპტოპს ან ტელეფონს დაკარგავთ და მას დისკის დაშიფვრის სისტემა არ აქვს, ვინც მას იპოვის, თქვენი ყველა ინფორმაციის წაკითხვა შეეძლება. iPhone-სა და iPad-ზე ეს ფუნქცია ისედაც ჩართულია, მაგრამ Windows-ზე, Android-სა და Mac OS-ზე მათი დაყენებაა საჭირო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როცა არჩევანი ახალი ლეპტოპის ყიდვასა და უბრალოდ, პირადი მონაცემების ქურდობის თავიდან აცილების საშუალების დაყენებას შორის დგას.
- მიაკარით სტიკერი თქვენს ვებკამერას
არსებობს პროგრამა, რომელიც კრიმინალებსა და ჰაკერებს აძლევს საშუალებას, თქვენი ვებკამერა ისე ჩართონ, რომ თქვენ ვერაფერი გაიგოთ. ეს ხშირად არ ხდება, მაგრამ რამდენიმე ფაქტი ნამდვილად დაფიქსირდა. ამიტომ, ერთი პატარა სტიკერი დაგეხმარებათ, თქვენი კამერა მხოლოდ მაშინ გამოიყენოთ, როცა მოგესურვებათ.
- დაშიფრეთ თქვენი სატელეფონო ზარები და მესიჯები
სატელეფონო კომპანიების მიერ მოწოდებული ხმოვანი და ტექსტური შეტყობინებების სისტემა არც ისე უსაფრთხოა და არც ისე ძვირი აპარატურით შეიძლება მისი გატეხვა. ეს ნიშნავს, რომ თქვენს მთავრობის შესაბამის უწყებებს ან კრიმინალებსა და ჰაკერებს თქვენი მესიჯების წაკითხვა და ზარების მოსმენა შეუძლიათ. ამ მხრივ, მობილურის ინტერნეტში მოძებნილი ზოგიერთი აპლიკაცია უფრო უსაფრთხოა და გაძლევთ საშუალებას, უსაფრთხოდ ესაუბროთ თქვენს საყვარელ ადამიანებსა და კოლეგებს. თანაც, არც ზედმეტ უსაფრთხოების დაცვის სისტემის ჩართვას მოითხოვს. ამ მხრივ გამოგადგებატ Apple-ის FaceTime ან WhatsApp ანდროიდისათვის.
წყარო: ideas.ted.com