ტექნოლოგიების წყალობით სტუდენტთა ცხოვრება ბევრად მარტივია დღეს, რადგან ასეულობით აპლიკაცია არსებობს, რომელიც ყოველდღიურ დავალებებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. თანაც, მათი გამოყენებით სტუდენტებს შეუძლიათ, უფრო კონცენტრირებულნი იყონ სწავლაზე.
გთავაზობთ რამდენიმე ძალიან კარგ აპლიკაციას Android-ისა და Apple iOS-ისათვის, რომელთაგან თითქმის ყველა უფასოა და ბევრად გაგიმარტივებთ სწავლის პროცესს.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
1. SelfControl
წარმოიდგინეთ, რომ მერხთან ზიხართ და ჩაფლული ხართ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის შესწავლის პროცესში, როდესაც შეტყობინება მოგდით Facebook-ზე. მისი იგნორირება „არ შეიძლება!“ ამიტომ, შედიხართ თქვენს გვერდზე და კიდევ რამდენიმე ძვირფას წუთს კარგავთ.
ხელისშემშლელების თავიდან ასაცილებლად, თვითკონტროლის ეს აპლიკაცია გაძლევთ შესაძლებლობას, კონკრეტული ვებ-გვერდები გარკვეული დროით დაბლოკოთ და მთლიანად სწავლაზე კონცენტრირდეთ. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ როგორც კი ერთხელ ჩართავთ ამ ბლოკირების სისტემას, ვერანაირად ვერ შეძლებთ საიტზე შესვლას, სანამ დაფიქსირებული დრო არ გავა. თუნდაც, სასოწარკვეთილმა საერთოდ წაშალოთ ეს აპლიკაცია.
2. Maths Alarm Clock
მათემატიკური მაღვიძარა კიდევ ერთი თვითკონტროლის საშუალებაა. ამჯერად, ძილისა და სიზმრების. თუ ის სტუდენტი ხართ, რომელიც გამუდმებით იტანჯება მაღვიძარას დროის მუდმივი გადადებით ყოველ დილით, ეს აპლიკაცია სწორედ თქვენთვისაა. ალარმის გამოსართავად მარტივი მათემატიკური ამოცანის ამოხსნა დაგჭირდებათ. ეს კი თქვენს ტვინს აიძულებს, უფრო სწრაფად დაიწყოს აზროვნება და გამოფხიზლდეს.
3. Sleep If U Can
თუ მათემატიკური ამოცანები არაა საკმარისი ლოგინიდან თქვენს წამოსაყენებლად, უფრო ექსტრემალურ გამოსავალს გთავაზობთ. Sleep If U Can გაიძულებთ, წამოდგეთ და თქვენი სააბაზანოს ნიჟარის (ან ნებისმიერი სხვა ადგილის, რასაც თავად დააყენებთ წინასწარ) სურათი გადაიღოთ მაღვიძარას გამოსართავად.
4. The Oxford Dictionary
თუ ლექტორი ისეთ ინგლისურ სიტყვას ახსენებს, რომელიც მისი აზრით ნამდვილად უნდა იცოდეთ, თქვენ კი არ იცით, ხომ არ შერცხვებით მის წინაშე? სწორედ აქ დაგეხმარებათ ეს ლექსიკონი. რა საგნის ტერმინოლოგიაც არ უნდა იყოს, თუ ამ ლექსიკონში სიტყვას ვერ იპოვით, დარწმუნებული იყავით, რომ ლექტორმა იგი თავად შეთხზა.
5. Babylon
კარგი აპლიკაციის პოვნა ახალი ენის შესასწავლად არც ისე ადვილია. ეს აპი კი ნამდვილად კარგი კანდიდატურაა ამისათვის. Babylon 75-ზე მეტი ენის შესანიშნავი ონლაინ-თარჯიმანია.
6. RealCalc Scientific Calculator
კალკულატორი შინ დაგრჩათ? როგორღა ამოხსნით ტოლობებს კუბური ფესვებითა და სხვა შედარებით რთული მოქმედებებით? RealCalc Scientific Calculator შესანიშნავია მათთვის, ვისაც მრავალფუნქციური სამეცნიერო კალკულატორი სჭირდებათ.
7. Angry words
ეს აპლიკაცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ეს არის სკრაბლის მსგავსი თამაში, რომელიც გართობასთან ერთად, გონებასაც კარგად გაგივარჯიშებთ. ეს მშვენიერი გზაა დროის მოსაკლავად, როცა ავტობუსს ელოდებით. (ან, გამოცდის დროს ჩანიშნული სიტყვების შესამოწმებლად J)
8. ExamTime
ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლოსთვის შემოვინახეთ. ჩვენ შემოგთავაზეთ აპლიკაციები თვითკონტროლისთვის, გასაღვიძებლად, სათარგმნად და ენების შესასწავლად, სათამაშოდ… მაგრამ, სწავლაც ხომ აუცილებელია?
ExamTime საშუალებას გაძლევთ, შექმნათ გონიერი რუქები, ფლეშ-მეხსიერებები, ონლაინ-ნოუთები, ქუიზები. ყველა ეს ონლაინ ინსტრუმენტი შექმნილია სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.
აქ, ასევე, შეიძლება სასწავლო ჯგუფების, პირადი ჩატების, ონლაინ კალენდრის და სასწავლი მასალის დაგეგმარების შედგენა. იგი ოპტიმიზირებულია ყველა ტიპის სენსორული ტელეფონისა თუ მობილური მოწყობილობისათვის და გამოსაყენებლად მარტივი და სწრაფია.
www.examtime.com