სინგაპურში გამოჩნდნენ უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებმაც უნდა შეცვალონ რესტორნის ოფიციანტები. დრონები Infinium Robotics, რომლებსაც შეუძლიათ 2 კილოგრამამდე საჭმლისა და სამსმელის გადატანა, საქმეს შეუდგებიან 2015 წლის ბოლოს .
უპილოტო რობოტები იმართებიან კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით და სივრცეში ორიენტირებას ინფრაწითელი გადამცემების საშუალებით ახდენენ. გარდა ამისა, თითოეული მათგანს გააჩნია კამერა.
რობოტების გამოყენების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა სარესტორნო სფეროში მომსახურე პერსონალის ნაკლებობას. ამ მომენტისთვის ქვეყანაში ოფიციანტების დეფიციტი შეადგენს დაახლოებით 7000 კაცს. ადგილობრივი ახალგაზრდობა არ ისწრაფვის რესტორნებში მუშაობას დაბალი ანაზღაურების გამო.
აღსანიშნავია, რომ დრონები მთლიანად ვერ ჩაანაცვლებენ მომსახურე პერსონალს, რადგან მათ შეუძლიათ მხოლოდ საჭმლის მოტანა-ოფიციანტებს მაინც მოუწევთ თეფშების გადმოწყობა რობოტებიდან მაგიდაზე. მაგიდის მომსახურება ისევ ადამიანების ხელში რჩება 🙂