ადამიანისმაგვარი რობოტი უკვე გაყიდვაშია (ვიდეო)

ვიდეო

ინტერნეტ მაღაზია Amazon-ის იაპონურმა სეგმენტმა გასაყიდად „გამოიტანა“ ადამინისმაგვარი რობოტი სახელად კურატასი (Kuratas).

გაჯეტის ფასი მცირედ აჭარბებს 1 მილიონ დოლარს 😉

მანქანა მოგვაგონებს ჰოლივუდური მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმების პერსონაჟებს ან ერთგვარ ტანკს. მისი სიმაღლე 4 მეტრია, ხოლო წონა- 5 ტონა. რობოტს გააჩნია ბენზინის ძრავი და შეუძლია მოძრაობა 10 კმ/სთ სიჩქარით.

მანქანა იმართება მძღოლის საშუალებით კაბინაში ან დისტანციურად ჩვეულებრივი სმარტფონის საშუალებით არანაკლებ 3G ქსელის გამოყენებით. ამასთანავე ორიგინალურ სათამაშოს შეუძლია ლაპარაკი, ის იმეორებს თავისი ოპერატორის გამონათქვამებს.

გაჯეტი პოზიციონირდება როგორც საომარი რობოტი და ის აღჭურვილია სათამაშო სასროლი მოწყობილობებით, რომლებიც იყენებენ წყალს. რობოტი იყიდება კომპლექტში, მაგრამ დაშლილ მდგომარეობაში. მისი აწყობა კი თავად მყიდველის საზრუნავია.

წყარო: http://abcnews.go.com

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები