10 ტიპიური შეცდომა, რომელსაც უშვებენ საზღვარგარეთ სასწავლო გრანტის ძიებისას

განათლება

საზღვარგარეთ სწავლაზე ოცნების ახდენა როგორც წესი არ ჯდება იაფი, და უცხოელ სტუდენტთა უმრავლესობისთვის სწორედ გრანტი წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას მის ასახდენად. თუმცა განაცხადების უზარმაზარი რაოდენობა ხშირად წარუმატებელია.

ჩვენ წარმოგიდგენთ ტიპიურ შეცდომებს , რომლებსაც ხშირად უშვებენ მაძიებლები როგორც გრანტის ძიების ასევე განაცხადის წარდგენის დროს.

1. გრანტის მოთხოვნების იგნორირება
მაძიებელთა ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომას წარმოადგენს განაცხადის გაკეთება ისეთ გრანტზე, რომლის მოთხოვნებსაც ისინი ვერ აკმაყოფილებენ. უნდა გამოვიდეთ რეალობიდან: საზღვარგარეთ სწავლისთვის არსებობს უამრავი გრანტი და თითოეულს გააჩნია ზუსტად ფორმულირებული, კონკრეტული მოთხოვნები მაძიებლის მიმართ. არ აქვს აზრი დავკარგოთ დრო განაცხადის მოსამზადებლად, თუ გრანტი განკუთვნილია მაგალითად ჩინეთის მოქალაქეებისთვის, ან მაგისტრატურაში სასწავლად თქვენ კი გსურთ სწავლა ბაკალავრიატზე.

2. არასწორი წარმოადგენა არსებულ შესაძლებლობებზე
გრანტზე განაცხადის მომზადებას სჭირდება დრო. პირველ ნაბიჯს წარმოადგენს საზღვარგარეთ სწავლისთვის დაფინანასების მიღების ყველა შესაძლო წყაროების შესწავლა. აუცილებელია რაც შეიძლება მეტი გაიგოთ არსებულ გრანტებსა და სტიპენდიებზე, რომელთა მოთხოვნებს თქვენ აკმაყოფილებთ.

3. მცირე რაოდენობის განაცხადების გაგზავნა
აუცილებელია გააკეთოთ რაც შეიძლება მეტი განაცხადი იმ გრანტებსა და სტიპებდიებზე, რომელთა მოთხოვნებსაც თქვენ აკმაყოფილებთ. ამით თქვენ ზრდით წარმატების შანს. ამის გარდა ერთ გრანტს იშვიათად შეუძლია ყველა ხარჯის დაფარვა, ამიტომ რაც უფრო მეტ გრანტს მიიღებთ უკეთესია. რა თქმა უნდა ამგვარი მიდგომა მოითხოვს მეტ დროს და ძალისხმევას.

4. გვიანი სტარტი
მომზადება უნდა დაიწყოთ რაც შეიძლება ადრე. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თქვენ დაგჭირდებათ სარეკომენდაციო წერილი თქვენი არსებული ან ყოფილი ლექტორებისგან, სამოტივაციო წერილი, ტრანსკრიპტი ( დოკუმენტი , სადაც მოცემულია ინფორმაცია თქვენს მიერ გავლილ საგნებზე, მოსმენილ საათებსა და მიღებულ შეფასებებზე). თუ ამ საქმეებს შემოიტოვებთ ბოლოსკენ, შესაძლებელია სიჩქარეში გამოგრჩეთ რაიმე მნიშვნელოვანი და გააგზავნოთ დოკუმნეტების არასრული კომპლექტი. განაცხადი გრანტზე არასრული დოკუმენტაციით არასდროს არ განიხილება.

5. ვადების დარღვევა
არ უნდა ჩათვალოთ , რომ  შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ ყველა გრანტზე ერთდროულად. ყოველ კონკურს გრანტზე გააჩნია ჩატარების და განაცხადების მიღების დასრულების საკუთარი, მკაცრად განსაზღვრული ვადები. თუ თქვენ გამოგრჩათ დრო, დაივიწყეთ ეს გრანტი, მინიმუმ მიმდინარე წელს. განაცხადის გააგზავნა მათი მიღების ვადის დასრულების შემდეგ აბსოლუტურად უსარგებლოა: თქვენს განაცხადს არ განიხილავენ.

6. ინსტრუქციების იგნორირება
გრანტზე განაცხადის ინსტრუქციებში ხშირად მოცემულია თხოვნა უპასუხოთ გარკვეულ კითხვებს, რომელთა მიზანს წარმოადგენს იმის განსაზღვრა თუ რამდენად შეესაბამება მაძიებელი ამათუიმ გრანტის მოთხოვნებს. მაგალთად, თუ თქვენ გთხოვენ მოყვეთ შემთხვევაზე, რომლის დროსაც მოგიწიათ დაძლიოთ სიძნელეები, პასუხი უნდა იყოს სწორედ კითხვის შესაბამისი და არა თქვენს მიღწევებზე სწავლაში.

თუ მაძიებელია არ ასრულებს მითითებულ ინსტრუქციებს ან სრულად არ პასუხობს დასმულ შეკითხვებს, კომისიას ეძლევა საფუძველი დასკვნის, რომ მაძიებელი უბრალოდ აკოპირებს ერთიდაიგივე პასუხებს ყველა გაგზავნილ განაცხადებში. როდესაც მიღებულია ასობით განაცხადი, გვერწმუნეთ რომ შაბლონურ განაცხადებზე არავინ არ კარგავს დროს.

7. „მოხვედრა“ არ არსებულ გრანტებზე
განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც გპირდებიან „გარანტიას“ გრანტის მიღებაზე მცირედი გადასახადის სანაცვლოდ. უნდა გვახსოვდეს, რომ ბუნებაში არ არსებობს გარანტია გრანტის მიღებაზე.

8. მიზნობრივი აუდიტორიის უგულებელყოფა
მიზნობრივი აუდიტორიას წარმოადგენენ საკონკურსო კომისიის წევრები. გრანტზე განაცხადი კი წარმოადგენს თქვენს კომუნიკაციას მიზნობრივ აუდიტორიასთან. იმისათვის რომ კომუნიკაცია განხორციელდეს წარმატებულად აუცილებელია გესმოდეთ, თუ ვინ შეაფასებს თქვენ განაცხადს.

უმრავლეს შემთხვევაში შესაძლებელია რომ კომისიის წევრები არ იყვენენ თქვენი სფეროს სპეციალისტები, ამიტომ განაცხადი დაწერეთ ისე, რომ ის გასაგები იყოს თქვენი დედისთვისაც კი.

9. გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომები
აუცილებელია განაცხადის მასალებში მოახდინოთ გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომების მინიმალიზირება, უმჯობესია კი საერთოდ არ დაუშვათ შეცდომები. ნუ გექნებათ იმის მიზეზი, რომ ვინმე გაგიკეთებთ შეღავათს იმის გამო, რომ თქვენ ხართ უცხოელი.

უშეცდომო განაცხადი ეს კიდევ ერთი პლიუსია მაძიებლისთვის და მიუთითებს თქვენს ორგანიზებულობასა და უცხო ენის ფლობის მაღალ დონეზე.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

 

10. დოკუმენტების ცუდად გაფორმება
მნიშვნელოვანია არამხოლოდ შინაარსი არამედ ფორმა. განაცხადი გრანტზე უნდა გამოიყურებოდეს იდეალურად. ამისათვის აუცილებელია არაერთხელ გადაამოწმოთ ტექსტი, რომ გამორიცხოთ მექანიკური შეცდომების არსებობა, რედაქტირება გაუკეთოთ სტრუქტურას, აგრეთვე დარწმუნდეთ რომ პასუხი გაეცით ყველა დასმულ შეკითხვას. თუ თქვენს გარემოცვაში არიან ადამიანები, ვის აზრსაც თქვენ ენდობით აუცილებლად წააკითხეთ და მიეცით საშუალება გააკრიტიკონ თქვენი განაცხადი.

ნუ დაუშვებთ ამ ტიპიურ შეცდომებს და თქვენი შანსები მნიშვნელოვნად გაიზრდება 😉

გისურვებთ წარმატებებს!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები