Google Art Project – მსოფლიოს ვირტუალური მუზეუმები

საინტერესო ფაქტები

Google Art Project– უზარმაზარი ვირტუალური მუზეუმი. ასობით მუზეუმის, კულტურული დაწესებულების თუ არქივის დახმარებით Google-მა შეძლო შეეგროვებინა უძვირფასესი მასალები მსოფლიო კულტურის შესახებ. ისინი გაერთიანებულია ამ ვებ-გვერდზე. დღეს ნებისმიერს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად დაათვალიეროს ცნობილი ტილოები და ომის დროინდელი საარქივო ფოტოები.

google_art_project_main-11342671

აქ თქვენ იპოვით არამხოლოდ ხელოვნების ნიმუშების ასლებს თუ მონაცემებს არქიტექტურული ძეგლების შესახებ. ვებ-გვერდზე განთავსებულია ციფრული ფოტო-გამოფენები. არკ-პროექტს შეუერთდნენ მსოფლიოს მასშტაბით 40 ქვეყნის მუზეუმები. მათი ექსპონატებია ცნობილი ტილოები, სკულპტურები, ავეჯი და მრავალი სხვა- გადაღებულ იქნა მათი მაღალი გარჩევადობის მქონე ფოტოები და განთავსდა ინტერნეტში.

google-art-project1

ზოგიერთი ნახატი გადაღებულია ჰიპერპიქსელიან კამერაზე. ამიტომ მათი გადიდება შესაძლებელია იმ ზომამდე, რომ დაინახოთ ხელოვანის მიერ გაკეთებული ფუნჯის ყოველი მოსმა. მუზეუმის შიდა ინტერიერები აგრეთვე არ დარჩენილან უყურადღებოდ.

თქვენ შეგიძლიათ მოიწყოთ ვირტუალური ექსკურსიაც მუზეუმში ! 😉


google-art-project-01
google-art-project
google-art-project-leon-de-dol-de-bretagne
სამუშაო პროცესი 

Ateneum+Google+Art

camera_2183925b

ფოტოები: Google Art Project

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები