მილიარდერების პირველი შვიდეული, რომელებმაც დაიწყეს საკუთარი კაპიტალის დაგროვება 0-დან. შრომისმოყვარეობით, ნოვატორული ნიჭით, მიზანდასახულობით, ბიზნეს ალღოთი და გამართლებით, ისინი შევიდნენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში.
- მობილური აპლიკაციის WhatsApp შემქმნელი იან კუმი (Jan Koum) თავს ირჩენდა საკვები ტალონების მეშვეობით
- კომპანია Starbucks-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჰოვარდ შულცი (Howard Schultz) გაიზარდა სპეციალურ დაწესებულებაში ღარიბებისთვის
- ბიზნესმენი შაჰიდ ხანი (Shahid Khan) ოდესღაც რეცხავდა ჭურჭელს საათში
,20-ად
- ჯაკ მა (Jack Ma) ასწავლიდა ინგლისურ ენას სანამ დაარსა Alibaba 1999 წელს
- სიღარიბეში გაზრდილი ოპრა ვინფრეი (Oprah Winfrey) გახდა პირველი აფრო-ამერიკელი ტვ კორესპოდენტი ნეშვილში
- ლეონარდო დელ ვეკიო (Leonardo Del Vecchio) გაიზარდა ბავშვთა სახლში, მოგვიანებით მუშაობდა ქარხანაში, სადაც დაკაგა თითი.
- კორპორაცია Oracle-ის ხელმძღვანელი ლარი ელისონი (Larry Ellison),რვა წლის განმავლობაში მზად იყო შეესრულებინა ნებისმიერი შავი სამუშაო
მობილური აპლიკაციის WhatsApp შემქმნელი იან კუმი (Jan Koum) თავს ირჩენდა საკვები ტალონების მეშვეობით
საკუთარი კაპიტალი: $7,7 მილიარდი
37 წლის იან კუმი 16 წლის ასაკში უკრაინიდან გადავიდა საცხოვრებალად კალიფორნიაში. მისი ოჯახი იკვებებოდა უფასო საკვები ტალონების მეშვეობით, რომლებსაც იღებდა რამდენიმე კვარტალში იმ ადგილიდან, სადაც ახლა განლაგებულია მისი კუთვნილი WhatsApp-ის ოფისი.
2009 წელს იანმა თავის მეგობართან ერთად შექმნა მობილური აპლიკაცია, რომელიც ტექსტური შეტყობინებების, ფოტო, ვიდეო და აუდიო ფაილების გადაგზავნის საშუალებას იძლეოდა. არსებითად, ამ პროგრამამ შეცვალა SMS-შეტყობინებები, როგორც თავის დროზე Skype-მა საერთაშორისო სატელეფონო ზარები.
დღეს, როდესაც უკვე WhatsApp-ის აპლიკაციით სარგებლობს 450 მილიონ მომხმარებელზე მეტი, მისი საკონტროლო პაკეტი გამოისყიდა Facebook-მა $19 მილიარდ დოლარად. ამ თანხის დიდ ნაწილი რა თქმა უნდა ერგება მის შემქმნელს.
კომპანია Starbucks-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჰოვარდ შულცი (Howard Schultz) გაიზარდა სპეციალურ დაწესებულებაში ღარიბებისთვის
საკუთარი კაპიტალი: $2,1 მილიარდი
ინტერვიუში British tabloid Mirror-თან მან აღიარა: „ როდესაც მე ვიზრდებოდი, სულ ვგრძნობდი, რომ ვიმყოფები საზოგადოების უმდაბლეს ფენაში. ვიცოდი, რომ ადამიანები „მეორე ნაპირზე“ ცხოვრობენ სიმდიდრეში, არ ითვლიან კაპიკებს, მათ აქვთ ბედნიერი ოჯახები. მე გადავწყვიტე, რომ გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ გადავძვრე იმ „ღობის“ იქით, სადაც მდიდარი ცხოვრებაა. მე მჯეროდა იმის, რასაც ბევრი თვლიდა შეუძლებლად. ახლა მე მაცვია კოსტიუმი და ვატარებ ჰალსტუხს, მაგრამ ყოველთვის მახსოვს საიდან ვარ და როგორია იქ ცხოვრება.
შულცი კარგად თამაშობდა ფეხბურთს, სწორედ ეს დაეხმარა მას, რომ მიეღო ჩრდილოეთ მიჩიგანის უნივერსიტეტის სტიპენდია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან დაიწყო მუშაობა კომპანია Xerox-ში. მაგრამ მალე გადავიდა სამუშაოდ იმ დროისათვის პატარა კომპანია Starbucks-ში, რომელიც ვაჭრობდა ყავის მარცვლებით. აქ შულცმა ძალიან მალე გაიკეთა კარიერა, ის გახდა ტოპ-მენეჯერი და 1987 წლისთვის კომპანია უკვე ფლობდა 16 000 -ს წერტილიან ქსელს მსოფლიოს მასშტაბით.
ბიზნესმენი შაჰიდ ხანი (Shahid Khan) ოდესღაც რეცხავდა ჭურჭელს საათში $1,20-ად
საკუთარი კაპიტალი: $4,4 მილიარდი
დღეს ის წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს. მაგრამ როდესაც შაჰიდი პაკისტანიდან ჩამოვიდა ამერიკაში, ილინოისის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, თავისუფალ დროს მას უწევდა ჭურჭლის რეცხვა. დღეს ის ფლობს ამერიკაში ერთ-ერთ უმსხვილედ კერძო კომპანაის Flex-N-Gate, ასევე NFL’s Jacksonville Jaguars და საფეხბურთო კლუბს club Fulham
ჯაკ მა (Jack Ma) ასწავლიდა ინგლისურ ენას სანამ დაარსა Alibaba 1999 წელს
საკუთარი კაპიტალი: $20.2 მილიარდი
დაიბადა ჩინეთში ქალაქ ხანჯოუში, ცხოვრობდა უკიდურეს გაჭირვებაში. სანამ დაამთავრებდა ნაციონალურ კოლეჯს , ის ორჯერ ჩაიჭრა მისაღებ გამოცდებზე. დამთავრების შემდეგ დაიწყო მუშაობა ინგლისური ენის მასწავლებლად.
ამერიკაში მა ჩავიდა 1995 წელს და მაშინ პირველად გაიგო რა არის ინტერნეტი. მან დაინახა , რომ ინტერენეტში ძალიან ცოტაა ჩინური კონტენტის მქონე ვებ-გვერდები. და დაიწყო ამაზე მუშაობა.
1999 წელს მან დაარსა Alibaba.com. დღესდღეობით ის წარმოადგენს გიგანტურ ონლაინ- მაღაზიას, მა ჩინეთის უმდიდრესი ადამიანია და თავად კომპანიის ღირებულებამ გაასწრო Facebook, Coca-Cola და IBM
სიღარიბეში გაზრდილი ოპრა ვინფრეი (Oprah Winfrey) გახდა პირველი აფრო-ამერიკელი ტვ კორესპოდენტი ნეშვილში
საკუთარი კაპიტალი: $ 3 მილიარდი
ოპრა დაიბადა ღარიბ ოჯახში, შტატში მისისიპი. მაგრამ ამან არ შეუშალა ხელი მოეპოვებინა ტენესის შტატის უნივერისტეტის სტიპენდია და 19 წლის ასაკში გამხდარიყო პირველი აფრო-ამერიკელი ტვ კორესპონდენტი.
1983 წელს ის გადავიდა ჩიკაგოში, AM ტოკ-შოუში სამუშაოდ , რომელსაც მოგვიანებით დაარქმევენ “The Oprah Winfrey Show”
ლეონარდო დელ ვეკიო (Leonardo Del Vecchio) გაიზარდა ბავშვთა სახლში, მოგვიანებით მუშაობდა ქარხანაში, სადაც დაკაგა თითი.
საკუთარი კაპიტალი 18,4 მილიარდი
ლეონარდოს ოჯახში იყო ხუთი ბავშვი. დაქვრივებულმა დედამ ვეღარ შეძლო ყველა შვილის შენახვა და მომავალი მილიარდერი ჩააბარა ბავშვთა სახლში. დიდობაში ლეონარდომ დაიწყო მუშაობა ქარხანაში, რომელიც უშვებდა პრეს-ფორმებს მანქანის ნაწილებისთვის და სათვალეებისთვის.
23 წლისამ მან გახსნა საკუთარი მინი საწარმო, რომელიც გადაიზარდა მსოფლიო მასშტაბის სათვალეების წარმოებაში.
კორპორაცია Oracle-ის ხელმძღვანელი ლარი ელისონი (Larry Ellison),რვა წლის განმავლობაში მზად იყო შეესრულებინა ნებისმიერი შავი სამუშაო
საკუთარი კაპიტალი: $ 48 მილიარდი
ლარის დაბადებისას, მისმა 19 წლის დედამ გადაწყვიტა, რომ ვერ გაუმკლავდება შვილის აღზრდას, ამიტომ ის გაიზარდა დეიდის და ბიძის ოჯახში, ჩიკაგოში. დეიდის სიკვდილის შემდეგ ლარიმ მიატოვა კოლეჯი და გაემგზავრა კალიფორნიაში. შემდგომი 8 წელი ის მზად იყო შეესრულებინა ნებისმიერი შავი სამუშაო, რომ თავი გამოეკვება. შედეგ კი გადაწყვიტა ხელი მოეკიდა პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის საქმეს და 1977 წელს დაარსა კომპანია Oracle, რომელიც დღეს წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს კორპორაციას.
წყარო: businessinsider.com