რომელ პროფესიას ჰყავს ყველაზე მეტი ფსიქოპათი?

საინტერესო ფაქტები

მთავარი აღმასრულებელი დირექტორი – იგივე CEO, არის პროფესია, რომლის წარმომადგენლებს შორისაც ყველაზე მეტი ფსიქოპათია.

ფსიქოპათია – არის პიროვნების აშლილობა, რომელიც სხვადასხვაგვარად აღიწერება და მას გულგრილი ემოციები ახასიათებს კერძოდ, შემცირებული შიშის გრძნობა, თანაგრძნობის ნაკლებობა, გულცივობა, დანაშაულის გრძნობის ნაკლებობა, ეგოცენტრულობა, გულგრილობა, უპასუხისმგებლობა, იმპულსურობა, ანტისოციალური ქცევა და დანაშაულისაკენ მიდრეკილება.

მართალია, ფსიქოპათი არ ნიშნავს ადამიანს, რომელიც „უბრალოდ“ ხერხით აგკუწავთ, თუმცა, ასეთი ადამიანების უმეტესობა მართლაც არ არის შორს ამისგან. 🙂

ასე რომ, საინტერესოა, რომელი პროფესიის (მკვლელის გარდა 🙂 ) წარმომადგენლებს შორის არიან ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები ფსიქოპათები:

ყველაზე მეტი ყველაზე ნაკლები
  1. CEO
  2. ადვოკატი
  3. მედიის წარმომადგენელი (TV/Radio)
  4. გაყიდვების წარმომადგენელი
  5. ქირურგი
  6. ჟურნალისტი
  7. პოლიციის ოფიცერი
  8. სამღვდელოების წარმომადგენელი
  9. შეფ-მზარეული
  10. საზოგადოებრივი მოღვაწე
  1.  ძიძა
  2. მედდა
  3. თერაპევტი
  4. ხელოსანი
  5. სტილისტი
  6. საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი
  7. მასწავლებელი
  8. ხელოვანი
  9. ექიმი
  10. ბუღალტერი

შემდეგი კითხვა, რაც თავში მოგვდის, არის – რატომ?

მარჯვენა ჩამონათვალში შემავალი პროფესიების უმეტესობა საჭიროებს ადამიანურ ურთიერთობებს, გრძნობებთან გამკლავებას და უმეტესობა არ გთავაზობთ დიდ ძალაუფლებას. ფსიქოპათები თავიანთი ბუნებით, ნაკლებად მიისწრაფიან მსგავსი პროფესიებისაკენ და ვერც იქნებიან კარგი ამ საქმიანობებში.

მეორეს მხრივ, მარცხენა ჩამონათვალში არსებულ პროფესიათა უმეტესობა გთავაზობთ ძალაუფლებას და საჭიროებს ობიექტური, მკაცრი, გრძნობებისაგან თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღებას. ფსიქოპათები საკუთარ თავს სწორედ ამ პროფესიებში გამოამჟღავნებენ.

ასე რომ, დაფიქრდით, რომელ ჩამონათვალს მიეკუთვნებით? ხომ არ არის თქვენშიც ფსიქოპათის საწყისები? 🙂

 

www.time.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები