გერმანიაში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვა გართულდა – ახალი საკვალიფიკაციო ტესტი!

მაგისტრატურაში ჩასაბარებლად აღარ არის საკმარისი კარგი დიპლომი: უკვე 8 გერმანული უმაღლესი სასწავლებელი ბაკალავრებისგან ითხოვს სპეციალური ტესტის ჩაბარებას.

TM-WISO  ეს არის პირველი გერმანული  საკვალიფიკაციო ტესტი ბაკალავრი-სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ სწავლა გააგრძელონ მაგისტრატურაში. ის უკვე ძალაშია გერმანიის 8 უმაღლესი სასწავლებლის  10 ფაკულტეტზე.  მაგალითად, მაგდებურგის, კელნის, ჰამბურგის და სხვა უნივერსიტეტებში.

ტესტი განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკური და საზოგადოებათმცოდნებობის მიმართულების მქონე სამაგისტრო პროგრამებისთვის. ტესტი ამოწმებს თუ რამდენად გააჩნია სტუდენტს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია მაგისტრატურაში სასწავლად.  მისი ხანგრძლიობა 4 საათია და შედგება 4 ეტაპისგან.

ტესტი აფასებს სტუდენტის საერთო მომზადების დონეს და არა სპეციალობის ცოდნას. პირველი ეტაპი ეძღვნება პროექტების დაგეგმვასა და მართვას, მეორე ეტაპი-ტექსტების ანალიზს, მესამე- ფორმულების მეშვეობით ეკონომიკური ურთიერთკავშირების აღწერას და ბოლო მე-4 ეპატი-გრაფიკული ინფორმაციის ანალიზსა და მის ინტერპრეტაციას.

ტესტის გავლა შესაძლებელია გერმანულ და ინგლისურ ენაზე.

წყარო: http://www.tm-wiso.de

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები