რა პირობებს უქმნის „Google” თანამშრომლებს – ახალგაზრდების საოცნებო სამსახური

საინტერესო ფაქტები

თუკი დღეს ნებისმიერ სტუდენტს დაუსვამთ  კითხვას, თუ  რომელია მათი საოცნებო სამსაური და სად მუშაობა სურთ ყველაზე მეტად, გაიგებთ, რომ ეს არის “Google”.

 

Google-Office-Freshome02

 

გუგლის სათაო ოფისის ნახვის შემდეგ ადვილად მიხვდებით, თუ რატომ ოცნებობს იქ მუშაობაზე ამდენი სტუდენტი. აქ ყველაფერია, უფასო საკვებით დაწყებული – ძილის ოთახებით დამთავრებული. “გუგლში” ყველანაირი ხასიათის ადამიანისთვის მოიძებნება ადგილი.

გთავაზობთგუგლისთანამშრომლებისთვის შექმნილი გასაოცარი პირობების ჩამონათვალს:

 

skuterebi

 

1. ელექტრონული სკუტერები კამპუსზე – თუ თანამშრომლებს მოშივდათ, მაგრამ კაფეტერიისაგან შორს არიან, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ელექტრონული სკუტერები რომელიც მთელ კამპუსზეა განაწილებული.
2. სასუსნავების ოთახები ყველა შენობაში – თუ გუგლის რომელიმე თანამშრომელმა ელექტრონული სკუტერი ვერ იშოვა, მას შეუძლია შევიდეს სასუსნავების ოთახში. სადაც მათ შოკოლადებითა და კანფეტებით სავსე ყუთები დახვდებათ. ამ ტიპის ოთახი კი მთავარი ოფისის ყველა შენობაშია. “გუგლის” ერთ-ერთი თანამშრომლის გამოთვლით, კომპანია საჭმელზე წელიწადში 78 მილიონ აშშ დოლლარს ხარჯავს.

savarjisho otaxi

3. სავარჯიშო ოთახები – „გუგლის“ მესვეურებმა გამაჯანსაღებელი ვარჯიშის ან წონის დაკლების მსურველი თანამშრომლების კომფორტზეც იფიქრეს – კერძოდ, კამპუსზე რამდენიმე სატრენაჟორო ოთახია, სადაც თანამშრომლებს დღის განმავლობაში შესვლა და ვარჯიში სრულიად უფასოდ შეუძლიათ.

satamasho otaxi

4. სათამაშო ოთახები – „გუგლს“ სჯერა, რომ ყველაზე კარგი იდეები თანამშრომლებისგან მაშინ მოდის, თუ ისინი მშვიდ და არასტრესულ გარემოში იმყოფებიან. სწორედ ამ მიზნით, კამპუსზე რამდენიმე სათამაშო ოთახია განლაგებული, რომელში შესვლა და თამაშიც თანამშრომლებს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ. აქ შეგიძლიათ ითამაშოთ ბილიარდი, მაგიდის ტენისი და ყველასთვის საყვარელი ვიდეოთამაშები.
5. ძილის ოთახები – გუგლს სჯერა, რომ დაღლილ თანამშრომელს არ შეუძლია იყოს პროდუქტიული. ამიტომაც, კამპუსზე  არც მეტი, არც ნაკლები ძილის ოთახები აქვთ. „ძილის ოთახში“ შესვლა და დაძინება განუსაზღვრელი დროით ნებისმიერს შეუძლია. თუმცა, ცხადია, არავის აქვს უფლება იფუქსავატოს და სამუშაოს ძილით აარიდოს თავი.

ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ ადვილია იმის მიხვედრა, თუ რატომ უნდა ამდენ ადამიანს „გუგლში“ მუშაობა. ამ კომპანიაში მტკიცედ სწამთ, რომ დასვენებული და არადასტრესილი ადამიანი ყველაზე პროდუქტიულია და მისგან ყველაზე კარგი იდეები მოდის. ამიტომაც ხარჯავს „გუგლი“ აურაცხელ ფულს თავისი თანამშრომლების კარგად ყოფნისთვის და ამიტომაც იბრუნებს დახარჯულ ფულს წლიურ შემოსავალთან ერთად.

იხილეთ “googles” ოფისის ამსახველი ფოტოგალერეა

მოამზადა ლუკა ბუზალაძემ

წყარო:  howstuffworks.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები