10 წლის ვუნდერკინდმა ამერიკის სკოლის ატესტატი აიღო

ვიდეო

10 წლის ამერიკელი ვუნდერკიდი Tanishq Abraham ერთ-ერთი მათგანია, ვინც სკოლის ატესტატი, სწავლების სრული კურსის გავლის გარეშე აიღო.

დიპლომის გადაცემის ცერემონია კალიფორნიის ავტო მუზეუმში შედგა, სადაც 10 წლის ვუნდერკიდის ოჯახის წევრები და ნათესავები იმყოფებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ აბრაჰამს მილოცვის წერილი თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამაც გამოუგზავნა.

აბრაჰამს, უმაღლესი შეფასება დაუწერეს და შესაბამისად, მისი GPA 4.0 შეადგენს.

“ჩემი უდიდესი მიზანია, გავხდე მეცნიერი ან დოქტორი, მაგრამ ასევე მსურს გავხდე პრეზიდენტი”, – აღნიშნა 10 წლის გენიოსმა.

აბრაჰამი საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ ამ ფაქტით არ გამხდარა, იგი მონაწილეობდა პროექტში TedX talk, სადაც მაყურებელს თავი შთამბეჭდავი გამოსვლით დაამახსოვრა.

გიორგი ურუშაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები