ერთ-ერთი საუკეთესო სამსახური მსოფლიოში, შვედ სტუდენტს ერგო – მან პლაჟების ტესტირებაზე უნდა იმუშავოს. შვედურმა ჟურნალმა ”ამელიამ” განათავსა განცხადება, მსურველებს სთავაზობდა პლაჟზე დასვენების სპეციალისტის ვაკანსიას. საბოლოო შედეგებით სტუდენტმა ასა დეიუსმა გაიმარჯვა.
მის მოვალეობებში შევა ოთხი პლაჟის მონახულება, რომლებზეც მერე დაწვრილებით უნდა დაწეროს. ის შეაფასებს წყალს საბანაოდ, დაათვალიერებს ადგილობრივ რესტორნებს და საპროცედურო კაბინეტებს. და ამ ყველაფერში იქით გადაუხდიან ფულს.
გოგონა ამბობს, რომ პირველად ეს განცხადება ხუმრობა ეგონა. ახლა მეცხრე ცაზეა, რადგან უფასოდ მიიღო საოცნებო არდადეგები და თან ამისთვის ფულადი ჯილდოც ერგება.
პირველი მისი პლაჟი იქნება ხმელთაშუა ზღვის სანაპირო, მერე – მაიამი, სინგაპური და რიო-დე-ჟანეირო.
წყარო : http://www.etanews.ge/