Myprofession.ge წარმოგიდგენთ პროფესიული ორიენტაციის მსოფლიო კლასიკად აღიარებულ კითხვარს.
ჰოლანდის თვითსაკვლევი პროფესიის სწორად არჩევაში დაგეხმარებათ. ის არის თვითშეფასებაზე დაფუძნებული პროფესიულ-საკონსულტაციო ინსტრუმენტი, რომელსაც საფუძვლად უდევს ჯონ ჰოლანდის “პიროვნული ტიპებისა და გარემოს მოდელების თეორია”.
პირველად, ქართულ ვებგვერდებზე, ჩვენ წარმოგიდგენთ ფსიქოლოგიური პროფესიულ-საკონსულტაციო ინსტრუმენტის ინტერნეტზე მორგებულ ვერსიას, საავტორო უფლებების სრული დაცვით.
კითხვარი ადაპტირებულია Pmc ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრი -ის მიერ და წარმოადგენს მის საკუთრებას.
ჰოლანდის თვითსაკვლევის დახმარებით თქვენ აფასებთ საკუთარ უნარებს, შესაძლებლობებს და პროფესიულ ინტერესებს, რომლის შედეგადად ტესტი გთავაზობთ იმ პროფესიებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეგესაბამებათ. თქვენ, როგორც პროფესიის მაძიებელმა, შეგიძლიათ განიხილოთ პროფესიათა შემოთავაზებული ალტერნატივები და განსჯის და შეფასების საფუძველზე გააზრებულად აირჩიოთ პროფესია.
შეავსე ტესტი და აირჩიე შენი პროფესია – http://myprofession.ge/test/element1