მეტრო „უნივერსიტეტის“ მშენებლობა განახლდა

საინტერესო ფაქტები

ვაჟა-ფშაველას გამზირის ბოლოში, საბურთალოს ხაზს მეტროს სადგური „უნივერსიტეტი“ დაასრულებს, რომლის ასაშენებლადაც სამუშაოები უკვე განახლდა. 23-ე სადგური 1995 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, მშენებლობა შეფერხდა.

სადგურის ასაშენებლად თანხის გამოყოფის საკითხი გადაწყვეტილია, პროექტი – დამტკიცებული. საბურთალოს ხაზის მიწისქვეშა ლაბირინთი ვაჟა-ფშაველას ბოლოში, სანდრო ეულის კვეთაზე დასრულდება. 4 ამოსასვლელით, სავაჭრო ცენტრითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით. „უნივერსიტეტი“ ევროსტანდარტების გათვალისწინებით აშენდება და ყველა დანარჩენი სადგურისგან იქნება გამორჩეული.

სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, გამარჯვებული კომპანია კი ვალდებულია, მეტრო „უნივერსიტეტი“ თბილისელებს 2 წელიწადში, 2016 წელს ჩააბაროს.

  

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები