მეხსიერება

საინტერესო ფაქტები

მეხსიერება – ეს არის უცხო ინფორმაციის ტვინში შენახვისა და, საჭიროებისამებრ, გახსენების საშუალება. დაბადებიდან, ურთიერთობები და სიახლეები ჩვენს გონებაში გარკვეულ ფორმებს ქმნის, სწორედ ამ ფორმებში ინახება ინფორმაციაც. გარედან შემოსულ და მეხსიერებაში უკვე არსებულ მოვლენები ერთმანეთს შეედარება და თუკი გვანან, ერთსა და იმავე ფორმაში თავსდება. თუ ამ პროცესს ტვინი სრულყოფილად ასრულებს, ადამიანს ჯანსაღი მეხსიერება აქვს. იგი ორ ნაწილად იყოფა: 1. მოკლევადიანი; 2. ხანგრძლივი. მოკლე მეხსიერება, ახლო წარსულთან შედარებით, გარკვეულ ინფორმაციას ინახავს, თუმცა მისი გამოყენება ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება. მისი ხანგრძლივ მეხსიერებაში გადატანა კი თავისუფლად შეიძლება. ხანგრძლივი მეხსიერების ინფორმაციები სამუდამოდ რჩებიან ადამიანის გონებაში.

1

მეხსიერება საკმაოდ არეული და ძლიერი სისტემაა. მაგრამ მისი სწორად მოხმარებით თქვენ წარმოუდგენელი რაღაცებს შეძლებთ. მაგალითად, მოკლევადიან მეხსიერებაში ინფორმაციის ჩანერგვა ძალიან ადვილია, თუმცა, ეს მხოლოდ 24-საათით ან ცოტა მეტი ხნით დაგამასოვრდებათ. ამიტომაც, ინფორმაციების ხანგრძლივ მეხსიერებაში გადატანა უნდა შეძლოთ. ამაში წაკითხულების სისტემატიკურად გამეორება და ინტერესით წაკითხვა დაგეხმარებათ.

მაგალითად, წასაკითხი გაკვეთილი 40-45 წუთი უნდა ისწავლოთ, შემდეგ 10-წუთი უნდა დაისვენოთ და 5-10 წუთი კიდევ უნდა გაიმეოროთ. გაღვიძების შემდეგ, 5 წუთით კიდევ უნდა გადაიკითხოთ და თუ ინფორმაცია ძალიან ძნელია, ერთი კვირის შემდეგ ისევ უნდა დაუთმოთ დრო.

კითხვის დროს სხვა არაფერზე არ უნდა იფიქროთ. თუ წაკითხვის დროს სხვა რამეზე იფიქრებთ, თქვენი მეხსიერება დაქვეითდება. თუ მართლაც სხვა რამეზე ფიქრი გიშლით, მაშინ უნდა ამოშალოთ ის მეხსიერებიდან და პრინციპიალურად გაკვეთილზე ყურადღება უნდა გაამახვილოთ. თქვენი თავი ხშირად გამოსცადეთ,  დააკვირდით და შეეცადეთ, ეს ჩვევა მოიშოროთ.

მართვის სხვა გზებით თქვენი მეხსიერების გაძლიერებაა შესაძლებელი. მაგალითად, ტვინის შუა ნაწილში ჰიპოკამპუსი (hipokampus) შეგრძნებას მართავს. შეგრძნებებით მეხსიერება უფრო ძლიერად მუშაობს. არ დაივიწყოთ, ძალით დამახსოვრებული ინფორმაცია რომელიმე გზით მაინც უკან გამოვა (პლატონი).

2

შესწავლილი ან გაგებული ინფორმაციის, ჰიპოკამპუსის საშუალებით, პირდაპირ ხანგრძლივ მეხსიერებაში გადატანა საკმაოდ რთული პროცესია. მაგალითად, გზაზე ხალხის თვალწინ უცებ თუ წაექეცით – ეს მომენტი არასდროს არ დაგავიწყდებათ, რადგანაც, აქ სირცხვილის შეგრძნებასთან გვაქვს საქმე. ამ მომენტში თქვენი ჰიპოკამპუსი მუშაობდა. თუ სხვა დროსაც, სწავლისას, თქვენი ემოციებით მართვას შეძლებთ, ინფორმაცია პირდაპირ ხანგრძლივ მეხსიერებაში გადავა. ამისთვის შესწავლილი ინფორმაციით უნდა იხალისოთ, ცოდნით იცხოვროთ. ეს, ასევე, დაგეხმარებათ თქვენი ოცნებებით მართვაში. ამავე დროს, ინფორმაციის შესწავლის დროს, ტექსტის განმარტება ჟესტების საშუალებითაც უნდა სცადოთ.

3

მეხსიერების მუშაობის ტიპები

მეხსიერება ორნაირად მუშაობს: ნებიერად და არანებიერად. ნებიერი მეხსიერების მუშაობის დროს თქვენ შეისწავლით ინფორმაციას, იმიტომ, რომ ეს თქვენი სურვილია. ხოლო, ადამიანის მეხსიერება არანებიერადაც მუშაობს. თუ ყურადღებას მიაქცევთ, თქვენს ხასიათში აღმოაჩენთ ისეთ ქმედებებს, რომლებსაც აკეთებთ თქვენი ნების გარეშე. ამის მიზეზი ის არის, რომ თქვენ ირგვლივ მომხდარი მოვლენები არანებიერად თქვენს მეხსიერებაში აღიბეჭდება. მაგალითად, თუ სტრესულ გარემოში ცხოვრობთ, თანდათან თქვენც აგრესიულ ადამიანად იქცევით. ეს მაგალითი ერთ-ერთია, რომელიც არანებიერად ითვლება. ამის შესახებ „განხილვის მეთოდში“ უფრო ვრცლად ვისაუბრებ.

როგორ შეიძლება მეხსიერების მოცულობის გაზრდა?

ზოგადად, მეხსიერება თავის თავს ამზადებს მისაღები ინფორმაციის რაობის გამო. მაგალითად, დღის განმავლობაში ადამიანი თუ სწავლობს 10 ახალ რამეს, მაშინ მეხსიერება ამზადებს თავის თავს იმ 10 რამისთვის. თუ ადამიანი 20-ზე მეტი რამეს სწავლობს, მაშინ მეხსიერება ინფორმაციის ზედმეტობას გრძნობს და ამის გამო ადამიანი ცუდად ხდება. ადამიანი კი ამის გამო ცდილობს არ ისწავლოს 10-ზე მეტი, რომ არ იგრძნოს თავი ცუდად. მაგრამ, ეს ძალიან არასწორი მცდილობაა. უპირველეს ყოვლისა, მეხსიერების მოცულობა უზომოა, 10 ინფორმაცია მას არანაირად არ დააზარალებს. უბრალოდ, ადამიანმა თავის თავი უნდა დაძლიოს, რომ მეხსიერებამ გაიგოს, როგორ უნდა იმუშავოს. თუ ადამიანი თავს ძალას დაატანს და შეისწავლის 20-ინფორმაციას ერთი დღის განმავლობაში, მაშინ მისი მეხსიერება ყოველდღიურად 20-ინფორმაციისთვის მზად იქნება. პიროვნებას ნებიერობით შეუძლია მოიმატოს თავისი ტვინის მოცულობა. თუ მეხსიერება ნახავს, რომ 100-ინფორმაცია ისწავლება, მაშინ იგი მოამზადებს თავის თავს იმ 100 ინფორმაციისთვის. შემდეგ კი, ნებიერად 150, 200 და უფრო მეტსაც შეძლებს. უბრალოდ, დასაწყისში 100 ინფორმაციის შესწავლის დროს შექმნილი ტკივილების გამო ხაფანგში არ უნდა გაებათ. ეს ტკივილი თქვენი მეხსიერების გაფართოების გამო ვითარდება. ბავშვობაში სიმაღლეში გაზრდის გამო სახსრებში გამოჩენილი ტკივილები ხომ გახსოვთ? არ დაივიწყოთ ის, რომ ყველანაირი გაზრდა ტკივილებით იწყება…

მეხსიერების მთავარი როლი ჩვენს ცხოვრებაში

ადამიანის ცხოვრებაში მეხსიერება ძალიან დიდ როლს თამაშობს. პიროვნების ფიზიკური, მუსიკალური, სოციოლოგიური და სხვა გონებების ძლიერად მუშაობისთვის არაჩვეულებრივად ძლიერი მომუშავე მეხსიერებაა საჭირო. თუ მეხსიერება სუსტია, ცნობიერის მიერ გაგებული ცოდნა მეხსიერებაში არ რჩება და ეს იმ ინფორმაციის შესახებ გამოცდილებას არ მოგცემთ; ყველა შესწავლილი ნიჟის შენარჩუნებისათვის ძლიერი მეხსიერებაა საჭირო (მწერლობა, ლიდერობა, პოლიტიკოსობა, მსახიობობა და ა. შ.)

ქამრან კირიაკოვი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები