ძველ საბერძნეთში დალევამდე ღვინოს სინჯავდნენ, რათა მის უსაფრთხოებაში დარწმუნებულიყვნენ. პირველი სადღეგრძელოც „ჯანსაღი ღვინისა“ ისმებოდა.
სადღეგრძელოს წარმოთქმის ტრადიცია ძველ საბერძნეთში დამკვიდრდა.
1801 წელს პრეზიდენტმა ტომას ჯეფერსონმა სამი ათასი დოლარი გამოყო ღვინის ბოთლების თანამედროვედ შეფუთვისთვის, რაც წლიური გამომუშავების 12 პროცენტს უდრიდა – ეს იგივეა, ახლა ობამამ ამისათვის 48 ათასი დოლარი რომ გამოყოს.
ერთი მტევანი ყურძნისგან ერთი ჭიქა ღვინო მზადდება. ერთ მოზრდილ მტევანში კი დაახლოებით 75 ყურძნის მარცვალია.
კალიფორნია ღვინის წარმოების მხრივ მეოთხე ადგილზეა საფრანგეთის, იტალიისა და ესპანეთის შემდეგ. მხოლოდ ვაშინგტონი გაცილებით მეტ ღვინოს აწარმოებს, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანა.
ოენოფობია ღვინის შიშს ან სიძულვის ეწოდება.
რესტორნებში გაყიდული ღვინოებიდან 55 პროცენტი წითელია.
ჰიპოკრატე, მედიცინის მამა, ღვინოს ხშირად იყენებდა მედიკამენტად. მაგალითად, გაციებისა და გრიპის დროს, ანტისეპტიკად და სხვა.
ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ღვინოზე, იყო მუჰამედი. მისი სიკვდილის შემდეგ იმ ქვეყნებში, სადაც იქადაგა, ღვინო მკაცრად აიკრძალა.
ძველი რომაელები ღვინოს არომატის მისანიჭებლად ნიორს, თევზის სოუსს, ხახვს ან აბზინდას უმატებდნენ.
რაც დრო გადის, წითელი ღვინო თანდათან ფერს კარგავს, მაშინ, როდესაც, თეთრი უკეთეს ფერს იძენს – ის ოქროსფერი ან მოყავისფრო-მოყვითალო ხდება.
ერთი ჭიქა თეთრი ან წითელი ღვინო 110 კალორიას შეიცავს (ტკბილი შედარებით მეტს).
ევროპულ ღვინოებს სახელი მათი გეოგრაფიული მდებარეობის შესაბამისად დაერქვათ.
თეთრი ღვინის შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 45-50 გრადუსს, ხოლო შავის – 50 60 გრადუსს.
უძველესი ღვინის ბოთლი ახალი წელთაღრიცხვით 325 წლით თარიღდება. ის გერმანიის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და ახლა „პფალცის“ ისტორიულ მუზეუმში ინახება.
ღვინოს ყურძნის 10000 სახეობისგან ამზადებენ.
სიტყვა ღვინო ბიბლიაში ხუთას ოცდაერთხელაა ნახსენები.
იაპონოიის ერთ-ერთ კურორტზე თქვენ შეგიძლიათ, არც მეტი არც ნაკლები, ღვინოში იცურაოთ.
სოფიკო თინიკაშვილი