უკრაინელმა სილამაზის დედოფალმა ისეთი რამ გააკეთა, რასაც მის ამერიკა არასოდეს იზამდა

საინტერესო ფაქტები

თუ სხვა მოდელები კალორიების დაწვასა და ორიოდ კილოგრამის დაკლებაზე წუხან, ანა ზაიაჩკივსკა, იგივე „მის უკრაინა 2013“, საკუთარი ქვეყნის მომავლზე შფოთავს. უკრაინა გარემოცულია აქციებით. პრეზიდენტ ვიკტორ იანუკოვიჩმა უარი განაცხადა უკრაინის ევროკავშირთან მოახლობულ ინტეგრაციაზე და ამით მოსახლეობაში უდიდესი პროტესტი გამოიწვია. სწორედ ამ დროს, ზაიაჩკივსკა აქციის ასობით ათას მონაწილესთან ერთად ქუჩაში დგას – გვაუწყებს უკრაინული ახალი ამბების საიტი Gazeta.ua.

5254bab5a0e90149c252ee64bdf5f103

სტატიის მიხედვით, კიევში, ზაიაჩკივსკამ ორი დღის შემდეგ, გადაწყვიტა მოხალისეთა ჯგუფში გაწევრიანებულიყო, ისინი ცხელი ყავით უმასპინძლდებიან დემონსტრანტებს. „გადავწყვიტე უფრო მეტი სარგებელი მომეტანა, ვიდრე უბრალოდ დგომაა“ – ამბობს ზაიაჩკივსკა ინტერვიუში.

აი, მისი სურათი მოხალისეთა კარავში, ცელოფნის ხელთათმანებითა და კაპიუშონით.

მის უკრაინა
მის უკრაინა

ზაიაჩკივსკას გულმოდგინება აბსოლუტურ კონტრასტშია იმ ეგოისტურ აბსურდთან, რაც ჩვენთან ამერიკაში ბრდღვიალებს. ჩვენ ყველას გვახსოვს Youtube-ის 2007 წლის სამარცხვინო ჰიტი, სადაც მის ამერიკა, წარმოდგენილი სამხრეთ კაროლინადან, თავისი პასუხით ააშკარავებს საკუთარ უვიცობას მსოფლიოს შესახებ.

მოკლედ, ვიდეოში გოგონა, რომელიც შეკითხვას სვამს, ამბობს რომ ხუთიდან ერთი ამერიკელი რუკაზე აშშ-ს ვერ პოულობს (ნამდვილი პროცენტი შეიძლება ბევრად მეტიც იყოს, ხუმრობს Huffington Post თავის სატირულ სტატიაში).

მიუხედავად იმისა, რომ მაგ მტკიცებულებას ვერანაირი მონაცემები ვერ უმაგრებს ზურგს, მე მაინც მეშინია რა მოხდებოდა, უკრაინის შესახებ რომ გვეკითხა აშშ-ს მოქალაქეებისთვის. სპეკულირებას არ ვახდენ, მაგრამ როდესაც სირიის ამბები გაცხარდა, გამოკვლევების მიხედვით, აშშ-ს მოსახლეთა ნახევარზე მეტი გაგებაში არ იყო თუ სად მდებარეობდა ეს ქვეყანა. ჰოდა, მემგონი მის სამხრეთ კაროლინა მაინც მართალი იყო: ჩვენს საკლასო ოთახებს ნამდვილად არ აწყენდა მეტი რუკები.

მთავარი გაკვეთილი, გარდა იმ ფაქტისა რომ უმეტეს ჩვენგანს გეოგრაფიაში უჭირს (ანდაც კოორდინაციის უნარი აქვს დარღვეული), არის ის, რომ ამერიკელთა უმრავლესობა ძალიან კარგს იზამდა თუ მაილი საირუსის მანჭვა-გრეხვას გამორთავდა და გასართობი კულტურის მიღმა სამყაროზე დაიწყებდა ზრუნვას. ერთი ბოლოს როდის ნახეთ მის ამერიკა ქუჩაში დარბოდეს კარავიდან კარავში და უოლ სტრიტს აპროტესტებდეს?

ასე რომ, ადექით ამერიკელებო, გადით ქვეყანაზე! და ხალხს გააგონეთ თქვენი ხმა. დაგმეთ რეჟიმი. უღრიალეთ ჩაფხუტჩამოფარებულ სამართალდამცავებს. ერთ-ორ ლენინის ძეგლსაც წააქცევდით ამასობაში.

დასასრულს, ძვირფასი მის უკრაინას ძვირფას სიტყვებს გაგიმეორებთ, რომლებიც უმარტივესად შეიძლებოდა დალაი ლამასაც ეთქვა: „მე არ მაინტერესებს გლამურული ბრწყინვალებისა და სიმდიდრის სამყარო, სადაც ძვირფასი მანქანებით დაიარებიან. იქ მხოლოდ გულწრფელობის იმიტაციაა“.

აი ეს კი, ღრმაა.

http://www.policymic.com – ის მიხედვით
მოამზადა მირიან რჩეულიშვილმა  

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები