შემოდგომის საერთაშორისო თამაშები ახლახან დასრულდა, რაგბის გულშემატკივრები კი მოუთმენლად ელიან 2014 წლის კალენდრების დაბეჭდვას…
ოქსფორდის უნივერსიტეტის ქალთა გუნდმა კალენდრისთვის რაგბის თამაშის ამსახველი შიშველი ფოტოები გადაიღო. მათ მხოლოდ ბურთით, წინდებითა და სპორტული ფეხსაცმლით იპოზიორეს კამერების წინ. ეს პროექტი საქველმოქმედო ხასიათის გახლდათ.
კალენდრის ფასი შედაგენს 10£-ს. ფული გროვდება Mind Your Head–თვის, ოქსფორდის ფსიქიკური ჯანმრთელობის კამპანიისთვის.
„გაგვიმართლა, მზიანი დღე იყო, მაგრამ ფოტოების გადაღების პროცესში აბსოლუტურად გაყინულები ვიყავით. რაც ყველაზე ცუდი იყო, ორჯერ მოგვიწია მდინარეში გადახტომა“ – კომენტარი გააკეთა გუნდის ერთ-ერთმა მონაწილემ.
კლუბის პრეზიდენტი ელიზაბეთ დუბოისი: „ჩვენ ვნახეთ წარმატება, რომელიც გასულ წელს წილად ხვდა მამაკაცთა გუნდის კალენდარს, ხალხი გვეკითხებოდა, იყო თუ არა მასზე ჩვენი გუნდის ფოტოები და ამის შემდეგ ყიდულობდა. რაგბის თამაში არის შესაძლებლობა, განვივითაროთ ფიზიკური ძალა და უნარები, მაგრამ ასევე არის შანსი, რომ გათავისუფლდე სტრესისგან და შექმნა სოციალური დახმარების სტუქტურა. ამ კალენდრით ყურადღება გამახვიდლება ქალთა რაგბის აქტიურობასა და აქტუალურობაზე. ჩვენ გვსურს, დავამსხვრიოთ ის სტერეოტიპები, რომლებიც ხალხს ქალთა რაგბის გაგონებაზე უჩნდებათ.“
სტატია მოამზად თამუნა ჭონქაძემ
http://www.dailymail.co.uk მიხედვით.