2013 წლის ათი ყველაზე მდიდარი სპორტსმენი

სპორტი

თანამედროვე მსოფლიოში სპორტს დიდი ადგილი უკავია და მარტო სხეულის სიჯანსაღეს არ გულისხმობს. სპორტი შანსს გაძლევთ, გახდეთ ცნობილი და მდიდარი, იშოვოთ უამრავი ფული. დღევანდელი სპორტსმენების მოტივაციაც სწორედ ესაა. გთავაზობთ 2013 წლის ყველაზე მდიდარ სპორტსმენთა ათეულს:

10. ლიონელ მესი

Lionel-Messi1

საფეხბურთო სამყაროში მესი ერთ-ერთი ცნობილი ფიგურაა. არგენტინის ნაკრებისა და ბარსელონას წამყვანი მოთამაშე მხოლოდ 25 წლისაა. წარმატებული მატჩების წყალობით უამრავი ინვესტორის ყურადღება მიიპყრო და მისი ამჟამინდელი ქონება 115 მილიონ დოლარს შეადგენს, ყოველწლიური შემოსავალი კი 44 მილიონ დოლარს აღემატება.

9. ფლოიდ მეივეზერი

Floyd-Mayweather

ის ერთ-ერთი აგრესიული და მოხერხებული ბოქსიორია, რომელმაც თითქმის ყველა შეჯიბრი მოიგო და დაამტკიცა, რომ მსოფლიოში საუკეთესოა. 35 წლის ამერიკელის ქონებაც 115 მილიონ დოლარს შეადგენს.

8. კრისტიანო რონალდო

Cristiano-Ronaldo1

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. 28 წლის პორტუგალიელს შეუძლია მატჩის თავის სასარგებლოდ შემობრუნება. ის ჩვენს სიაში მერვე ადგილზეა 135 მილიონიანი კაპიტალით და 35 მილიონი წლიური შემოსავლით.

7. როჯერ ფედერერი

Roger-Federer

31 წლის შვეიცარიელი ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. მან სახელი თავისი მიღწევების სიმრავლით მოიხვეჭა. ამასთანავე, იგი ბრენდირებას უწევს „რადოს“, საიდანაც დიდ მოგებას ნახულობს. მისი ამჟამინდელი ქონება 140 მილიონი დოლარია.

6. ფილ მიკელსონი

Phil-Mickelson

პროფესიული გოლფის მოთამაშე ამერიკიდან. ის 42 წლისაა და უამრავი შეჯიბრი აქვს მოგებული, მათ შორის 4 მთავარი ჩემპიონატი. ის 150 მილიონს ფლობს, ყოველწლიურად კი 60 მილიონს იღებს.

5.დევიდ ბექჰემი

David-Beckham

37 წლის ინგლისელ ფეხბურთის ვარსკვლავს მაღალი ჰონორარი ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში. მისი ქონება 175 მილიონს შეადგენს, ხოლო ყოველწლიური შემოსავალი 27 მილიონია.

4.კობი ბრაიანტი

152061061SR007_LOS_ANGELES_

34 წლის ამერიკელი კალათბურთელი, რომელსაც მილიონობით ფანი ჰყავს, ამან მას დიდი შემოსავალი მოუტანა. მისი კაპიტალი 200 მილიონია, ყოველწლიურად კი 25.2 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

3. ალექს როდრიგესი

Alex-Rodriguez

ალექს როდრიგესიც ამერიკელია. ის ბეისბოლის ერთ-ერთი წაყვანი მოთამაშეა და ყველაზე მდიდარი სპორტსმენების სიაში მესამეა. ის 300 მილიონ დოლარს ფლობს.

2.მიხაილ  შუმახერი

Michael-Schumacher

არც ერთ მრბოლელს მისნაირი წარმატებისთვის არ მიუღწევია. უამრავ შეჯიბრებაში მონაწილეობამ მას საკმაოდ დიდი თანხა მოუტანა. გერმანელი ავტომრბოლელის ქონება 400 მილიონს, ხოლო წლიური შემოსავალი 40 მილიონ დოლარს შეადგენს.

  • 1. ტაიგერ ვუდსი
  • Tiger-Woods

ტაიგერ ვუდსს წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. ის გოლფის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა – სენსაციური რეკორდების ავტორი. 37 წლის ამერიკელის ქონება 500 მილიონია, ხოლო წლიური შემოსავალი 85 მილიონი დოლარი.

სოფიკო თინიკაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები