ინდონეზიაში ვულკანი სინაბუნგი ამოიფრქვა. სინაბუნგი მოქმედი სტრატოვულკანია, რომელიც მდებარეობს კუნძულ სუმატრის ჩრდილოეთ ნაწილში.
მისმა ამოფრქვევამ კუნძულზე ვულკანური ზამთარი გამოიწვია. ვულკანიდან ამოფრქვეული კვამლი და ფერფლი, რომლის სიმაღლე 7 კილომეტრს აღწევს, მთელ კუნძულზე ვრცელდება. დაახლოებით 14,000 ადამიანია ევაკუირებული ვულკანთან ახლოს მდებარე სოფლებიდან სპეციალურ ბანაკებში.
400წლიანი ძილის შემდეგ, ვულკანი პირველად 2010 წლის 29 აგვისტოს ამოიფრქვა, განმეორებით – 30 აგვისტოს. მაშინ კვამლი და ფერფლი 1,5 კმ სიმაღლეზე ამოტყორცნა.
სტატია მოამზადა თამუნა ჭონქაძემ