ჯვაროსნების პირველი დამაჯერებელი გამარჯვება უელსთან (5:0)

სპორტი

1461149_548388268577663_508075907_n

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაცო ეტეპი გამარჯვებით დაიწყო.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს ჯვაროსნებმა თანატოლ უელსელებს უმასპინძლეს. მეტოქე ყველანაირ ასპექტში დაჯაბნეს და დამაჯერეელი გამარჯვება მოიპოვეს. (5:1) ანგარიში 22-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა გახსნა, 4 წუთში კი ჯვაროსნები ჯიქიამ დააწინაურა. ტაიმის მიწურულს, ალექსანდრე გურეშიძემ თავური დარტმით მატჩში მე-3 ნაკრების შემადგენლობაში კი პირველი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმი ქართველებმა აქტიურად დაიწყეს, ჯიქია მეკარესთან პირისპირ გავიდა და დუბლი გაიფორმა 4:0. მათე ცინცაძემ კი სტუმართა კარი მეხუთედ აიღო.

უელსელთა მეკარემ ო’ბრაიენმ უხეში თამაშისთვის წითელი ბარათი მიიღო. თუმცა კაცნაკლულმა სტუმრებმა ერთი გოლის გატანა მაინც მოახერეს. ტომას ო’სალივანმა საჯარიმო დატყმა გამოიყენა.

მატჩის შესახებ მწვთნელებმა და ფეხბურთელებმა ისაუბრეს:

გერანტ უ ილიამსი: „არასასიამოვნო ანგარიშია. ასეთი მარცხის შემდეგ გატეხილები ვართ. საქართველოს კარგი გუნდ ჰყავს, ფეხბურთლები ბურთს კარგად ფლობენ, ინდივიდუალურადაც კარგად თამაშობენ.“

ვასილ მაისურაძე: „კმაყოფილები ვართ, იოლად მოვიგეთ. აქცენტს პირველ თამაშზე ვაკეთებდით და სასურველი შედეგიც მივიღეთ. ახლა მოლდოვაზე უნდა ვიფიქროთ, ხელწამოსაკრავი გუნდი არაა. დიდი ბრძოლა გვექნება, პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ.“

ალექსანდრე გურეშიძე (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): „თამაშით და შედეგით კმაყოფილები ვართ, მადლობა მინდა ვუთხრა ბიჭებს. ვეცდებით, მომავალში უფრო მოვუმატოთ. ჩემს გატანილ გოლს რაც შეეხება, გამომივიდა.“

მე-11 ჯუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც „დინამო არენაზე“ გაიმართა, ჰოლანდიამ მოლდოვას 3:0 მუგო.

ტურნირის შემდეგ მატჩს ჯვაროსნები 15 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოლდოვის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვდრა 14:00 საათზე დაიწყება.

საქართველო – უელსი 5:1 (3:0)

13 ნოემბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, ჭანტურია (კ), ცინცაძე, გურეშიძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი (შენგელია, 66), ჯიქია (კერძევაძე, 62), კიკაბიძე, თევზაძე, ზარანდია (ახვლედიანი, 77).

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.

უელსი: ობრაიანი, ვიქჰემი, ჯონი (კ), ევანსი, იორვერთი (ქროუ, 60), დევისი, შიჰენი (ვიქსი, 73), რიდი (ჯონსი, 73), ოსალივანი, ჯორჯ უილიამსი.

მთავარი მწვრთნელი: გერანტ უილიამსი.

გოლები: 1:0 პაპუნაშვილი (23), 2:0 ჯიქია (27), 3:0 გურეშიძე (43), 4:0 ჯიქია (56), 5:0 ცინცაძე (61), 5:1 ოსალივანი (86).

გაფრთხილება: პაპუნაშვილი (16), ოსალივანი (78), დევისი (80).

გაძევება: ობრაიანი (58)

მთავარი მსაჯი: მათიას გესტრანიუსი (ფინეთი).

მოამზადა ხატია ცარციძემ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები