ამ სტატიაში დროის მანქანაზე საუბარს არ ვაპირებთ, არც რომელიმე ჰალუციოგენურ აბებს თუ საშუალებებს გთავაზობთ.
ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ საქართველოში არის ისეთი დაწესებულებები, სადაც შემოქმედებითი გართობა რეალურად არსებობს. კლუბების, ბარების, ღამის ცხოვრების, კინო-თეატრის და აზარტული სათამაშო ადგილების ფონზე ჩნდება ისეთი კაფე, რომლის ინტერიერი განსხვავებული და სახასიათოა. ყველაფერი ბაროკოს სტილში… (barocco)
შესვლისთანავე გეუფლება გრძნობა, თითქოს ძველ ფილმში მოხვდი შენივე სამოსით. წითელი კარის მიღმა საოცარი სურნელი და აურა ტრიალებს, ხის საღებავგადაცლილი კარ-ფანჯარა, რიკულებიანი აივანი, კედლები ვარდის ორნამენტიანი გაფორმებითა და ჩარჩოში ჩასმული ფოტოსურათებით, ძველებური სანათები და ჭაღები, სასიამოვნო,ინტიმური განათება, ფერადი მინები და ყვავილის დეტალებიანი გარემო, მაგიდაზე ლარნაკები ყვავილებით , როიალი, ცოცალი გემოვნებიანი მუსიკა, გემრიელი მენიუ, თავაზიანი მომსახურე პერსონალი და უამრავი სასიამოვნო რამ. ამ კაფეს linville ჰქვია, რომლის მნიშვნელობაც ასევე საინტერესოა, ვარდის ერთ-ერთი სახეობის სახელწოდებაა, ნახევარი წელია კაფე მასპინძლობს უამრავ ადამიანს, მისამართი: -ლესელიძე N 2 აბესაძის ქ. ტელ: 322933651
ამავე ქუჩს ბოლოს მდებარეობს Retro Photo Atelier, რომელიც საშუალებას მოგცემთ 18-19 საუკუნის სამოსი მოირგოთ და გადაიღოთ სამახსოვრო ფოტოები საყვარელ ადამიანებთან ერთად. ქართული ნაციონალური ტანისამოსი, ჩოხა-ახალუხი, ყაბალახი, პაიჭები, ფაფახი, ჩიხტიკოპი, ძველებური კაბები, ევროპული ფრაკი, კაბა პარიზიდან, ვუალი, საინტერესო შლიაპები და თათმანები, ძველებური ქოლგები და რეკვიზიტები, ეს ის ინვენტარია, რომელსაც ატელიეში იხილავთ. მინი თეატრია, რომელიც როლში შესვლის უფლებას გაძლევთ ამ წლის იანვრიდან. ბევრს მიუქცევია ყურადღება ვიტრინაში მოტავსებული მანეკენისთვის, რომელსაც მერლინ-მონროს კაბა მოსავს და მის დანახვაზე არაერთგვაროვანი რეაქცია და ემოციები აქვთ. სწორედ ეს არის რეტრო ფოტო ატელია. მისამართს დავაზუსტებ: ლესელიძე კოტე აფხაზის 44. საკონტაქტო ნომერია: 322438921
თუ გადაწყვეტთ ესთეტიკური სიამოვნების მიღებას, მიმდინარე გამოფენების, არსებული მუზეუმებისა და ხელოვნების „თავშესაფრების“ ფონზე, სულაც არ გჭირდებათ აფიშების კითხვა. ჩაისეირნეთ ქვაფენილიან ქუჩაზე და მოინახულეთ ჩემ მიერ შემოთავაზებული ორივე ობიექტი.
http://www.youtube.com/watch?v=5iabyEebfCc
ნათია მოციქულაშვილი