განსაზღვრავს თუ არა მოდა ჩვენს გემოვნებას? ვბაძავთ თუ არა პოპულარული ჟურნალ-გაზეთების გარეკანზე მოხვედრილ მსახიობებსა თუ მოდელებს? რა თქმა უნდა, კი. ალბათ დამეთახმებით, კარგად ჩაცმა დროისა და ადგილის შესაბამისად ჩაცმას ნიშნავს. მოდით, თვალი გადავავლოთ იმ ამერიკულ მოდურ ჟურნალ-გაზეთებს, რომელთაც დღეს ბევრი ახალგაზრდა ბაძავს, მაგრამ მათი შექმნისა და მიზნის შესახებ ცოტას თუ აქვს ინფორმაცია.
მოდა, ეს საკმაოდ დიდი ბიზნესია, რომელიც ჩვენგან დიდ მატერიალურ რესურსებს მოითხოვს, თინეიჯერები და არა მარტო ისინი, არიან საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტ ფულს ხარჯავს, რათა მოდურად შეიმოსოს, ამიტომ, ისინი უფრო აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში და ცდილობენ, არ ჩამორჩნენ მოდას.
ამერიკულ და ბრიტანულ მოდურ ჟურნალ-გაზეთების ტოპ ათეულში პირველობას არავის უთმობს „ვოგი“ ( ფრანგული სიტყვაა და მოდას ნიშნავს ). ეს არის ამერიკული, ყოველთვიური ჟურნალი, რომელიც დიდი პოპოლარობით სარგებლობს თითქმის მთელს მსოფლიოში. მისი მთავარი რედაქტორი არის ანა ვენტური. აღნიშნული ჟურნალი გამოდის მსოფლიოს თვრამეტ ქალაქსა და ქვეყანაში, მათ შორისაა: ინგლისი, პარიზი, ბრაზილია, იტალია, ჩინეთი, რუსეთი, ავსტრალია, კორეა, სტამბული, ტაივანი, მექსიკა და ლათინური ამერიკა, პორტუგალია, უკრაინა, რუსეთი და ტაილანდი. სხვათა შორის, მისი გამოცემა იგეგმებოდა საქართველოშიც, მაგრამ სამწუხაროდ, არ გაამართლა, ამის მიზეზები კი ცალკე საკვლევი თემაა. ეს ჟურნალი გამოირჩევა იმით, რომ ძირითადად ორიენტირებულია მაღალი დონის მოდაზე, გვაწვდის უახლეს ინფორმაციას დიზაინერებზე, მოდურ ტრენდებზე, გარდა ამისა, მონაწილეობას იღებს გლობალური კულტურის შექმნასა და მის განვითარებაში, გვახალისებს გასართობი სტატიებით. „ვოგი“-ს ამერიკული ვერსია „მოდის ბიბლიად“ მიიჩნევა. გარდა ამერიკულისა, პოპულარულია ფრანგული, ბრიტანული და იტალიური ვერსიებიც. „ვოგი“ თავის ფოტო სესიებში იყენებს როგორც ცნობილ და ლეგენდარულ მოდელებსა და მსახიობებს (2011 წლის გარეკანზე იყო ანჯელინა ჯოლი), ასევე ახალბედებს.
მისი პირველი ნომერი ჯერ კიდევ 1892 წელს გამოიცა და მისი თავდაპირველი მიზანი იყო, ნიუ-ორკის მაღალი წრის ფენებში დაენერგათ ის მოდური მიმართულებები და საზოგადოებრივი ღირებულებები, რაც უკვე არსებობდა საფრანგეთისა და ინგლისის საზოგადოებებში. დროთა განმავლობაში მისი ინტერესთა არეალი გაიზარდა და ეხლა მთლიანად ორიენტირებულია ქალებზე და ერთგვარად, უფრო თავდაჯერებულს ხდის თავის მკითხველს, რომელთაც შეუძლიათ, მსოფლიო მოდას ფეხი თამამად აუყოლონ. ჟურნალის მკითხველთა 87% ქალები შეადგენენ, ხოლო მხოლოდ 13% არიან მამაკაცები.
არანაკლებ პოპულარულია და მსოფლიოს ჩაცმის სტილს ჰკარნახობს ამერიკული გაზეთი „კოსმოპოლიტენი“ ( მას ასევე ვიცნობთ „კოსმო“ –ს სახელითაც). ის არის საერთაშორისო გაზეთი ქალებისათვის. იგი გამოიჩევა თავისი მხიარული სტილით და ორიენტირებულია ახალგაზრდა, მიზანსწრაფულ ქალებზე, ასევე მიმოიხილავს თანამედროვე ურთიერთობებს, პოპ კულტურას, შეიცავს გასართობ სტატიებსაც.
მისი პირველი ნომერი 1886 წელს გამოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც საოჯახო გაზეთი. ადრინდელ გამოცემებში შეგეძლოთ მიგეღოთ საჭირო ინფორმაცია მოდაზე, სახლის დეკორაციებზე, გესწავლა, როგორ უნდა მოგემზადებინა გემრიელი სადილი, ასევე იყო რჩევები ბავშვებთან ურთიერთობისთვის. 1960- იან წლებიდან კი იგი ტრანსფორმირდა, როგორც ქალების ჟურნალი და შეეხო ისეთ თემებს, რაც იმდროეინდელ საზოგადოებაში ღიად არ განხილავდნენ – კოსმოპილიტენი იყო ერთ-ერთი პირველი გაზეთი, რომელმაც ღიად დაიწყო თანამედროვე ურთიერთობების განხილვა, მაგალითად, ისეთი თემების განხილვა, როგორიცაა სექსი . გარდა ამისა, იგი ეხებოდა ქალის ჯამრთელობას, სილამაზეს და სხვა საჭირო რჩევებს აძლევდა მათ. დღეს ჟურნალი კვლავაც უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს თავისი დამაინტრიგებელი სტატიებით. ეხება მეტად ინტიმურ თემებს, რაც მასების დიდ ინტერესს იწვევს.
ჩვენთვის საინტერესოა ის ფაქტიც, რომ არსებობს ამ ჟურნალ-გაზეთების ონლაინ ვერსიები, რომელიც უფრო მოსახერხებელი და ხშირად უფასოც არის, მაგრამ ამას არ უმოქმედია გაყიდული ჟურნალ-გაზეთების რაოდენობაზე, რაც ამერიკული მენეჯმენტის ნაწილია, ეს ქვეყანაც ხომ მთლიანად მენეჯმენტზეა დაფუძნებული. ასე რომ, საბოლოდ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მოდური ჟურნალები დიდ გავლენას ახდენს ჩვენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე და გვკარნახობს რა ჩავიცვათ, რათა ვიყოთ კარგ ფორმაში და არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე სტილს.
ნინო ცერცვაძე