სტუდენტური სტილი ტექნიკურ უნივერსიტეტში ➤ ფოტოები

მოდა

რას იცვამენ სტუდენტები საქართველოში, სად ყიდულობენ ტანისამოსს და როგორ სტილს ანიჭებენ უპირატესობას? STUDINFO.GE ცდილობს გაიგოს, როგორ მიჰყვებიან ქართველი სტუდენტები მოდის ტენდენციებს.

ამჯერად, ჩვენი ჟურნალისტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, გეპეის ესტუმრა და გაიგო, რომელია სტუდენტების საყვარელი “საშოპინგო” ადგილები.

ქეთა კაპანაძე – „მე ვარ მეტალჰედი და მაცვია მეტალჰედურ სტილზე, ჩემთვის ესაა მისაღები და ძირითადად ვაგზალზე ვყიდულობ ზედებს და ბათინკებს ვიწერ ყოველთვის“.

მირიან შამათავა – „მე პირადად ცვალებადი ჩაცმულობა მაქვს და ეს ხასიათიდან მოდის. ძირითადად ტანსაცმელს ვაიკიკში და ნიუორკერში ვყიდულობ, მაგრამ „თუ რამე ისეთია“, ბაზრობაზე, როგორც ყველა”.

გიორგი ანისიმოვი – „კომფორტულად და გახსნილად ჩაცმა მიყვარს. ძირითადად „ბასმარკეტში“ ვიძენ ტანსაცმელს“.

ნინო ხორავა – „ჩვეულებრივ სტილს ვანიჭებ უპირატესობას, უფრო მეტად ქუჩურს, რადგან უფრო კომფორტულია, თავისუფლად ხარ და რასაც გინდა იმას აკეთებ. კლასიკურ სტილში ცოტა შებოჭილი ხარ. ტანსაცმელი შეიძლება ყველგან ვიყიდო, სადაც და რაც მომეწონება”.

დავით სოზაშვილი – „სად რა მომხვდება თვალში, იმას ვყიდულობ, მაგრამ ძირითადად მაინც „ნიუორკერს“ ვანიჭებ უპირატესობას“.

გიორგი ვერულიძე – „თავისუფალი სტილი მომწონს – ჰუდი, ჯინსი, კედები, ჩვეულებრივად. უმეტესად გალერიში, ან ისტპოინტში გავდივარ, მაგრამ მეორადებსაც ვსტუმრობ ხოლმე”.

ელიზაბედ კობახიძე – „უმეტესად კლასიკურ სტილს ვანიჭებ უპირატესობას, რადგან მგონია, რომ უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ სტილში. ბევრ ადგილას ვყიდულობ, ასე ზუსტად ვერ ვიტყვი“.

გიორგი ოგანესიანი – „მე მაგალითად სპორტული ტანსაცმელი უფრო მომწონს – კომფორტულია, პრაქტიკული, ასე უკეთ ვგრძნობ თავს. ნუ გააჩნია, თუ უნივერსიტეტში რამე ღონისძიებაა სპორტულად ვერ ჩაიცმევ, მაგრამ უმეტესად მაინც სპორტული”.

შემდეგში რომელი უნივერსიტეტის სტუდენტების სტილის ხილვას ისურვებდით?

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები