უკვე შეარჩიეთ საშბაო ნაძვის ხე? როგორია ის? ან სად აპირებთ მის დადგმას? საშობაო ნაძვის ხის ბევრი სხვადასხვა სახეობა არსებობს და მისი მორთვაც მრავალნაირად შეიძლება. ჩვენ დღეს ნაძვის ხის მოკაზმვის რამდენიმე იდეას მოგაწვდით.
საშობაო ხის მორთვა სხვადასხვაფერად შეიძლება. არსებობს რამდენიმე გამორჩეულად პოპულარული კომბინაცია. მაგალითად: წითელი და ოქროსფერი, ლურჯი და ვერცხლისფერი, თეთრი და ვერცხლისფერი, მწვანე და ლურჯი. არსებობს როგორც თანამედროვე დეკორაციები, როგორიცაა ვარდისფერი, ან იისფერი ნაძვის ხე; ასევე უფრო ტრადიციული დეკორაციებიც. თუმცა, ორნამენტებით გაფორმების გარდა, შეგიძლიათ, იგი შობის რომელიმე სიმბოლოდ გადააქციოთ. მაგალითად, სანტას ქუდად ან თოვლის ბაბუად. ეს ძალიან კრეატიულია და ამასთანავე, არაჩვეულებრივადაც გამოიყურება. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, სხვადასხვა ფორმის ორნამენტითა და ლენტით მისი გაფორმებაც. არჩევანი თქვენზეა!
თუ ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს თქვენი საშობაო ნაძვის ხე, იხილეთ რამდენიმე კრეატიული ვარიანტი მათი დეკორაციებისა და დარწმუნებული ვარ, შეძლებთ თქვენთვის სასურველის შერჩევას.
www.topdreamer.com
თარგმნა თათია ჟორჟოლიანმა