სეირნობა ღრუბლებში – წყალში არეკლილი მომაჯადოვებელი ჰორიზონტი სიზმარს მოგაგონებთ

შემეცნება

ეს განსაცვიფრებელი ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია უნაკლოდ მშვიდი პეიზაჟები, სიზმრად გადაღებულს ჰგვანან. ცის საოცარი ფერები აირეკლება წყნარ წყალში, რომლებიც უამრავი მილის სიგრძეზე ვრცელდება. ფოტოგრაფმა და იურისტმა მაიკლ კიტელმა ეს ფოტოები გადაიღო, როდესაც თავის მეუღლესთან, ტეილორთან ერთად მოინახულა სალარ-დე-უიუნი – თვალუწვდენელი მარილის ველი ბოლივიაში.

მას სჯერა რომ 10,500 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული დედამიწაზე ყველაზე დიდი მარილის ველია მსოფლიოს ულამაზესი ადგილი.

აქ 12,000 ფუტის სიმაღლეზე, ველის ზედაპირი დაფარულია რამდენიმე სანტიმეტრი წყლით, მაგრამ  წარმოუდგენლად მდუმარე და მშვიდია, რადგან აქ იშვიათად ქრის ქარი. ხოლო ატმოსფეროს  სიმშვიდე, ხელს უწყობს უმშვენიერესი ცის, წყალში სარკესავით უნაკლოდ არეკვლას.

მაიკლი, რომელიც 29 წლისაა ორეგონის შტატიდან, ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ეს სანაპიროს ჰგავს, ესაა  ვრცელი, თვალუწვდენლად  დიდ ფართობზე გადაჭიმული მარილის ველი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლის წყლითაა  დაფარული.“

article-0-1967BB3F00000578-370_964x592

article-0-1967BA3E00000578-67_964x625

article-0-1967B9DC00000578-626_964x608

„ალტიპლანო მეტად მშრალი ადგილია, თუმცა წვიმისა და ნადნობი თოვლის წყალობით სოლარ-დე-უიუნი ყოველ წელს, მცირე ხნით იფარება ცოტა წყლით.

როცა ქარი არ ქრის და სალარ-დე უიუნი წყლითაა დაფარული, იდუმალი და საოცნებო პეიზაჟის მხილველნი ვხდებით.

მე ღრუბლების ფანტასტიკურმა ფორმებმაც შემიწყო ხელი.“

article-0-1967BA4600000578-323_964x597

article-0-1967B9CE00000578-97_964x603

„სოლარ-დე-უიუნი ნამდვილად განსაკუთრებული ადგილია. ეს ფოტოები მახსენებენ, რომ წარმოუდგენლად ლამაზი ადგილები არსებობს დედამიწაზე და მოკრძალებისა და შიშის გრძნობა მეუფლება.“

ამ ადგილს ძირითადად ნახულობენ ის მოგზაურები, რომლებიც ღამის ავტობუსით მგზავრობენ ლა-პასიდან ბოლივიაში შორეული გზებით.“

რამდენიმე სურათში ვხედავთ, თუ როგორ ვარჯიშობს მაიკლის ცოლი იოგაში, სხვებში კი უბრალოდ, ხედით აღტაცებულ ადამიანებს ვხედავთ. მაიკლი ამბობს: „ვფიქრობ, ფოტოებზე გამოსახული ლანდშაფტი იმიტომაცაა ასეთი მკაფიო და ნათელი, რომ ალტიპლანო სხვა ქალაქებიდან მოშორებულია და 12,000 ფუტის სიმაღლეზე ჰაერი ძალიან სუფთაა.“

სალარ-დე-უიუნი ბოლივიის სტუმრებისათვის მეტად მიმზიდველი და პოპულარული ადგილია, თუმცა, მისი მოშორებული მდებარეობა სირთულეს ქმნის და დიდ დროს საჭიროებს.

article-0-1967B96900000578-916_964x605

 

„ქალაქი უიუნი რამდენიმე საათის გზით არის დაშორებული მარილის ველებისგან. ეს არც ისე მიმზიდველი ადგილია, სავსეა ტურ-ოპერატორებით.

ერთადერთი საცხოვრებელი მარილიან ველზე არის „მარილის სასტუმრო,“ რომელიც იმითაა საოცარი, რომ მთლიანად მარილითაა  გაკეთებული ყოველგვარი ავეჯი.

თითქმის ყველა მოგზაური სტუმრობს მას ზუსტად ერთი და იგივე დროს, მხოლოდ რამდენიმე საათით ყოველ დღე და შემდეგ მზის ჩასვლამდე მიდის.

რამდენიმე იღბლიანს, ვინც მარილის სასტუმროში დარჩენას ახერხებს,  შესაძლებლობა აქვს დატკბეს სალარ-დე-უიუნის დაისითა და ალიონიზე მზის ამოსვლით მეორე დილით.

მაგრამ, მარილის სასტუმროში დარჩენა სულაც არაა ადვილი – ჩემს ჯგუფს დიდი ძალისხმევა და შეუპოვრობა დასჭირდა ტურ-ოპერატორების დასარწმუნებლად, რომ ჩვენი იქ დავრჩენილიყავით. იქ გატარებული ერთი ღამის შემდეგ, თითქოს მეც მარილისგან ვიყავი შექმნილი – მისით იყო გაჟღენთილი  ტანსაცმელიც და ფეხსაცმელიც.

სალარ-დე-უიუნიზე გატარებული დრო ნამდვილად ყველაზე საინტერესო იყო მთელ ბოლივიაში ყოფნის დროს.“

article-0-1967B96500000578-275_964x605

მოამზადა თათია ჟორჟოლიანმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები