“ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით საერთაშორისო კვირეული გაიმართა.
საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში “ევროპის უნივერსიტეტს” დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ჩეხეთის, რუმინეთის და ბულგარეთის პარტნიორი უნივერსიტეტების შემდეგი წარმომადგენლები ეწვივნენ: “ბულგარეთის სოფიას მედიცინის უნივერსიტეტის” და “ევროპის უნივერსიტეტის” პროფესორები: დრაგომირა ნიკოლოვა, ოლგა ანტონოვა, ლიუბომირ ტრაიკოვი, ბორის მლადენოვი; “ჩეხეთის მასარიკის უნივერსიტეტის” ასისტენტ პროფესორი და “ევროპის უნივერსიტეტის” მოწვეული ლექტორი აბანოუბ იუსრი ნაგუიბ შერიფ რიადი; “სიბიუს ლუსიან ბლაგას უნივერსიტეტის” (რუმინეთი) და “ევროპის უნივერსიტეტის” ასოცირებული პროფესორი მიჰაი სავა; “სანტიაგო დე კომპოსტელის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი ვიქტორ მანუელ არჩე; სვონსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი სტივენ კაპეი.
მოწვეულმა პროფესორებმა “ევროპის უნივერსიტეტის” დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის ლექცია/სემინარები ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა განეხილათ სხვადასხვა კლინიკური შემთხვევები, ჩართულიყვნენ სხვადასხვა საინტერესო დისკუსიებში და მონაწილეობა მიეღოთ კლინიკურ და პრაქტიკულ სამუშაოებში.
“ევროპის უნივერსიტეტი” საგანმანათლებლო ინტერნაციონალიზაციის და გამოცდილების მიზნით, აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას და მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქტივობების განხორციელებას.