„მინდა, ყველას ვუთხრა, დაწყნარდეს“, – ზვიად სიჭინავა

სპორტი

ბოლო დროს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, სიტუაცია მწვრთელსა და ფეხბურთელებს შორის უნდა მოგვარდეს, ხოლო ფედერცია ჩარევას არ აპირებს.

dsc_6425
ზვიად სიჭინავა: „მინდა, ყველას ვუთხრა, დაწყნარდეს. ორი პოზიცია არსებობს და მხარეები უნდა დასხდნენ და დაილაპარაკონ, სიტუაცია გაარკვიონ. არ გვინდა, ამ პოლემიკაში ჩავერთოთ, როცა ორი მხარე ერთმანეთს რაღაცაში ადანაშაულებს. მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მივიღებთ. არც ერთი მხარე არ არის პატარა იმისთვის, რომ ვინმემ რამე უკარნახოს. მინდა ყველას გავახსენო, ქართული ფეხბურთი არ არის ვიღაცის, არც ნაკრები, არც ფეხბურთელი, არც მწვრთნელი, არც ფედერაცია, ეს არის ქვეყნის გულშემატკივრისა და საზოგადოების. მხარეებმა ყველაფერი უნდა გაარკვიონ, ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა მორჩეს. ახალგაზრდა თაობისთვს ეროვნული ნაკრები მაგალითია.
თემურ ქეცბიას კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი აქვს და ამაზე ლაპარაკიც რა არის.“

ხატია ცარციძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები