Kate Moss

მოდა

2005 წელი. ბრიტანული გამოცემა Daily Mirror–ის ახალ ნომერი გამოდის. ჟურნალის გარეკანი საკმაოდ უჩვეულოა.  შავ მოკლე კაბასა და მაღალყელიან ჩექმებში ჩაცმული კეიტ მოსი კოკაინს პატრა პარკიდან ყრის, მერე ფხვნილს წვრილ ხაზებად ანაწილებს და ყნოსავს. ნომერს მთავარ ჰედლაინად გამოტანილი აქვს–Cocaine Kate. როგორც შემდეგ ირკვევა კეიტი თავისი ბოიფრენდის და ჯგუფ Babyshambles–ის სოლისტის Pete Doherty–ის ხმისჩამწერ სტუდიაში იმყოფება. მოდის სამყარო შოკშია. ეს ნამდვილი სკანდალია, რომელიც მათ რეპუტაციას ჩრდილს მიაყენებს. 6 წამყვანი მოდის სახლი: შანელი, H&M, ბარბერი და სხვები სასწრაფოდ კონტრაქტს წყვეტენ კეიტ მოსთან. მოდელს ყველა უწინასწარმეტყველებს კარიერის დასასრულს. თუმცა გადის თვე და კეიტ მოსი ტრიუმფალურად ბრუნდება  პოდიუმზე. სკანდალის შემდეგ მისი პოპულარობა და შემოსავალი არათუ კლებულობს, არამედ მკვეთრად იზრდება. მოდის სამყარო, რომელიც ასე სასტიკია და სადაც მოდელის კარიერა ხშირად სწრაფად სრულდება ხოლმე, მას ვერ შეელია. მოსმა იმდენს მიაღწია მოდის ინდუსტრიაში, რამდენიც არცერთ სუპერმოდელს არ მიუღწევია. წლების გამავლობაში ის გვკარნახობდა მოდურ ტრენდებს, განსაზღვრავდა სტილს, მაგრამ, ამავე დროს,  არასოდეს  არ ყოფილა მომაბეზრებელი.

COCAINE-KATE

კეიტ მოსის სამოდელო კარიერა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ის  14 წლის იყო. 1988 წელს Storm Model Management–ს დამაარსებელმა სარა დუკასმა მოსი   ა ეროპორტში აღმოაჩინა, როდესაც მომავალი მოდელი ბაჰამის კუნძულებიდან დ ედასთან ერთად ბრუნდებოდა. ეს წუთები ალბათ სამუდამოდ ჩაებეჭდა  მეხიერებაში, რადგან ამან მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. თხელმა, ბიჭურმა აღნაგობის და მოდელისთვის წარმოუდგენელად დაბალი სიმაღლის  მქონე კეიტ მოსმა, რომელიც მხოლოდ 5’7 (170სმ) სიმაღლის იყო, დიდი გადატრიალება მოახდინა მოდის სამყაროში. წლების განმავლობაში  კეიტ მოსი მოდის ნამდვილი „აიკონი“ გახდა.

კეიტ მოსის ვარსკვლამა ამოსვლა მაშინ დაიწყო, როცა 15 წლის ასაკში პირველად გამოჩნდა ჟურნალ  British magazine–ის ყდაზე, მაგრამ ყველაზე დიდი პოპულარობა  კელვინ კლეინთან თანამშრომლობამ მოუტანა , რომლის სარეკლამო კამპანიაშიც 18 წლის მოდელი შიშველი პოზიორობს. ამის მერე ის  ყველაზე პოპულარული მოდელი გახდა 90–იან წლებში, იმაზე პოპულარულიც კი, ვიდრე სინდი კროუფორდი.

kate_moss3_180_240

 

კეიტი სრულიად განსხვავდებოდა  90–იანი წლების მოდელებისგან. ხშირად საუბრობდნენ, რომ  ანორექსია სჭირდა, რაზეც  მოგვიანებით განაცხადა ,,მე გამხდარი ვიყავი, იმიტომ რომ შოუებზე გამოვდიოდი და ძალიან ბევრს ვშრომობდი. მე არასოდეს ვყოფილვარ ანორექსიით დაავადებული, ასე რომ ყოფილიყო მუშაობას ვერ შევძლებდი“.

რაც უფრო იზრდებოდა  მოდელის პოპულარულობა, კეიტი უფრო მეტად ჩნდებოდა  სხვადასხვა წვეულებებზე, სადაც ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულება უყალიბდებოდა. მოგვიანებით იგი აღიარებს, რომ სმა და მარიხუანას მოწევა ჯერ კიდევ 12 წლიდან დაიწყო. ამის გამო 1998 წელს ალკოჰოლისადმი დამოკიდებულების გამო ლონდონის კლინიკაში მოხვდა. პაპარაცებსაც არაერთხელ გამოუჭერიათ მთვრალი მოდელი.

მოსი მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ძალიან წარმატებული გახდა, ძალიან იშვიათად იძლევა ინტერვიუებს და თითქმის არ საუბრობს პირად ცხოვრებაზე. მხოლოდ  Vanity Fair-სთვის 2012 წელს მიცემულ ინტერვიუში საუბრობს გულახდილად  საკუთარ ცხოვრებაზე.

ინტერვიუში იხსენებს კარიერის ადრეულ წლებს, როდესაც 16 წლის ასაკში ჟურნალ The Face–ისთვის შიშველი გადაიღეს: „ თუ ამას არ გავაკეთებდი მეტად აღარ ითანამშრომლებდნენ ჩემთან. ტუალეტში ჩავიკეტე  და ვტიროდი. შემდეგ გამოვედი და უბრალოდ გავაკეთე ეს. თუმცა შიშველს თავი  კომფორტულად არ მიგვრძნია . სურათებზე ბევრგან ჩანს ჩემი მკერდი. მე მეჯავრებოდა ჩემი მკერდი, იმიტომ რომ ძალიან პატარა იყო. ეს ფოტოსესია არასოდეს დამავიწყდება, რადგან თმის სტილისტი, რომელიც ერთადერთი მამაკაცი იყო გადაღებაზე, ვაიძულე ზურგით შებრუნებულიყო“.

გარდა სამოდელო კარიერისა, კეიტ მოსი ცნობილია თავისი სკანდალური პირადი ცხოვრებითაც. დანიშნული იყო ჯონი დეპზე, რომელსაც სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა  და  ფიქრობდა, რომ დეპი იყო „ის ერთადერთი“, თუმცა სამწლიანი რომანი ყველასთვის მოულოდნელად დასრულდა. დაშორება კეიტისთვის მტკივნეული იყო.

tumblr_lq25buHJnU1qzauquo1_500

 

1998 წელს, დეპთან დაშორების შემდეგ, კეიტი ჟურნალის გამომცემელ ჯეფერსონ ჰეკს ხვდებოდა. წყვილს 2002 წელს  ქალიშვილი ლილა გრეის მოს–ჰეკი დასავლეთ ლონდონში შეეძინათ, თუმცა არც მათი ურთიერთობა გაგარძელებულა დიდხანს და  2004 წელს  დაშორდნენ. მოდელს ამის მერე სხვადასხვა რომანები ჰქონდა, მაგრამ საქმე ქორწინებამდე არ მისულა.  2007 წლიდან კეიტი ხვდებოდა როკჯგუფის The kills–ის გიტარისტს Jamie Hince–ს. ისინი 4 წლიანი რომანის შემდეგ 2011 წელს  დაინიშნენ. ამავე წელს 37 წლის კეიტ მოსმა საქორწინო ცერემონიალი ინგლისში, მშობლიურ ქალაქთან ახლოს გადაიხადა. კეიტს ჯონ გალიანოს კრემისფერი  კაბა ეცვა.

kate-moss-wedding-dress-john-galliano

თითქმის 25 წლიანი სამოდელო კარიერის მანძილზე მოსი ძალიან ბევრს მუშაობს. დაამშვენა 300–ზე მეტი ჟურნალის გარეკანი, გადაიღეს სხვადასხვა ბრენდების  რეკლამებში როგორიცაა : ბარბერი, ლორეალი, ივ სენ ლორენი, დოლჩე და გაბანა, ვერსაჩე და სხვები. გამოდიოდა პოდიუმზე ისეთი მაღალი მოდის სახლების შოუებში, როგორებიც არაინ: შანელი, ვერსაჩე  და რა თქმა უნდა კელვინ კლეინი.  იღებდნენ  მუსიკალურ ვიდეოებშიც. 1997 წელს წერს ავტობიოგრაფიულ წიგნს. 2007 წელს უშვებს  უკვე საკუთარი ტანსაცმლის ხაზს, ასევე ქმნის  სუნამოს  სახელწოდებით Kate. მომდევნო წელს კი საკუთარ ხაზს ამატებს  მეორე სუნამოსაც– Velvet Hour.

კეიტ მოსი დღეს უკვე 39 წლისაა, ისე აღარ გამოიყურება როგორც ადრე, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარბამ საკუთარი კვალი დატოვა მოდელის სახეზე. ხშირად საუბრობენ მისი კარიერის აღსასრულზე. მიუხედავად ამისა,  წლების მანძილზე კეიტზე მოთხოვნა არ მცირდება. ის განსაკუთრებულია და აქვს რაღაც ,,ისეთი“–ასე ახასიათებენ სხვადასხვა დიზაინერები და მოდის სამყაროში გამორჩეული ხალხი. სწორედ ამ განსაკუთრებულობის გამო გახდა კეიტ მოსი ყველაზე წარმატებული და პატარა სუპერმოდელი მოდის სამყაროში.

 

 

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები