გამოცხადდა საგრანტო კონკურსი რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის – საერთო ბიუჯეტი 300 000 ლარია

სტუდZona

ახალგაზრდობის სააგენტო საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგრანტო კონკურსს – „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ აცხადებს.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:

  • რეგიონში მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციას;
  • საინიციატივო ჯგუფს, რომელიც აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას.

კონკურსის საერთო ბიუჯეტი 300 000 ლარს, ხოლო ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება 15 000 ლარს შეადგენს.

საკონკურსო განაცხადების მიღება 24 მარტს დაიწყო და 13 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაგზავნა შეუძლიათ ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected].

კონკურსის მიზანია იმ იდეების ფინანსური რესურსით მხარდაჭერა, რომლებიც ემსახურება:

  • ახალგაზრდულ სფეროსა და ახალგაზრდების განვითარებას;
  • არაფორმალური განათლების განვითარებას;
  • ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მათი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობას;
  • ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები