მთავრობა სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ კონსულტაციებს უახლოეს დღეებში დაიწყებს

სტუდZona

„იმისთვის, რომ პირველსავე წელს ეს სისტემა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, მნიშვნელოვანია მაქსიმალური ჩართულობა ახალგაზრდების, სტუდენტების, იმისათვის, რომ საბოლოო სახე ერთად მივცეთ ამ სისტემას“, – ამის შესახებ დღევანდელი მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სტუდენტებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ საუბრისას განაცხადა და ახალგაზრდებს ინფორმაციაც მიაწოდა, რომ მათთან ფართო კონსულტაციები უახლოეს დღეებში დაიწყება.

„თუ ახალგაზრდას ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა უნდა, დიპლომი ხელში უნდა ეჭიროს“ – ახალი დეტალები და მინისტრის განმარტება ვადებზე

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიზანია, რომ “სტუდენტებს შემოდგომაზე უკვე მიეცეთ ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობა”. მთავრობის მოლოდინია, რომ სტაჟირებას რამდენიმე ათასი ახალგაზრდა გაივლის.

“როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მიზანია, რომ შემოდგომიდან უკვე ავამოქმედოთ ეს სისტემა. რამდენიმე ათას სტუდენტს (მინიმუმ) უნდა მიეცეს რამდენიმეთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება საჯარო სტრუქტურებში და ასევე კერძო სტრუქტურებში. თანამშრომლობის საფუძველზე ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გამართული იყოს ეს სისტემა. ეს წელი იქნება პილოტირების წელი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურმა სტუდენტებს სტაჟირების სისტემის დანერგვის პროცესში მაქსიმალური ჩართვისკენ მოუწოდა, რათა სისტემამ პირველსავე წელს, პოლოტირების რეჟიმში ეფექტურად შეძლოს მუშაობა.

პრემიერ-მინისტრმა, ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა განათლების მოქმედ მინისტრს – გიორგი ამილახვარს.

ასევე იხილეთ:

რას გულისხმობს ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვა, რომელიც განათლების მინისტრმა წარადგინა (ვიდეო)

რას ჰპირდება ახალგაზრდებს განახლებული მთავრობა – „ჩართულობა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში“

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები