მარტივი სავარჯიშოები კრეატიული უნარების გასავითარებლად

შემეცნება

კრეატიული და შემოქმედებითი მიდგომა ნებისმიერ სფეროში უპირველესი პრინციპია. პროფესიული და პიროვნული განვითარება მნიშვნელოვნად განისაზღვრება იმით, თუ რამდენად ვახერხებთ ახალი, ნოვატორული იდეების კონვერტაციასა და ნებისმიერ გადაწყვეტილებაში მდინარის საწინააღმდეგოდ გაცურვას. დღეს, STUDINFO.GE სწორედ კრეატიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და მათი განვითარების ტექნიკებზე გესაუბრებათ.

  • რა მოხდება თუ

მრავალი ინოვატორი უყურებს ობიექტს და ფიქრობს, თუ როგორ შეუცვალოს კონცეფცია და განაახლოს იგი. მაგალითად, სტივ ჯობსს, არც  დასიზმრებია და არც უცებ მოსვლია სმარტფონის შექმნის ინსპირაცია, მან უბრალოდ აიღო კაბელიანი მობილური და დასვა კითხვა: რა შეიძლება გავაკეთო ამის გასაუმჯობესებლად და მისგან საუკეთესო პროდუქტის მისაღებად?

როგორ უნდა მოვირგოთ სტივის პრაქტიკა?

კონცენტრირდით იმაზე, რისი შეცვლაც გსურთ და დასვით კითხვები:

  • რა მოხდება, თუ ამას შევცვლი?
  • როგორ გავაუმჯობესებ ამ საგანს ისე, რომ 10 წელიწადშიც შევძლო მისი გამოყენება?
  • მაქვს საინვესტიციოდ ერთი მილიონი დოლარი, როგორ გავაუჯობესებ ამით მას?

შექმენი ექვსსიტყვიანი ამბავი – ეს პრაქტიკა მოდის ერნესტ ჰემინგუეის ცნობილი 6 სიტყვიანი ამბიდან: “For sale: baby shoes, never worn”. ეცადე დაწერო საინტერესო, კრეატიული და სიმბოლური 6 სიტყვიანი ამბავი ყოველდღე. ის, თუ, რამდენად უცნაურად გადმოსცემ მნიშვნელოვან სათქმელს, განსაზღვრავს თქვენს კრეატიულ შესაძლებლობებსაც.

წერე ხელით – ცნობილი ავტორები, ქერი და ელტონ ბერონები გვეუბნებიან, რომ ხელით წერისას ჩვენ ვეშვებით ისეთ სიღრმეებში, რომლებსაც  ყოველდღიურად ყურადღებას არ ვაქცევთ ხოლმე. თუ არ იცით რაზე დაწერთ, აქაც გვაქვს თქვენთის რეკომენდაცია, ავტორები გვირჩევენ ვწეროთ საკუთარ ფსიქოლოგიურ ალიაქოთზე, ყველაფერზე რაც გვრთგუნავს ან თუნდაც გვაბედნიერებს.

ლექსიკონიდან ამოიღე სიტყვები მე, ჩემი, ჩემთვის, ჩემზე და ა.შ. – ასევე ერთ-ერთი ცნობილი ამერიკელი ავტორი გვეუბნება, რომ თუ ყოველდღიურად 15 წუთი ვიასუბრებთ ისე, რომ არ გამოვიყენებთ პირველი პირის ნაცვალსახელს ეს ჩვენს გონებას გაცილებით მოქნილს გახდის.

თავისუფალი თემის პრაქტიკა – დაინიშნე 10 წუთი და დეტალურად დაწერე შენს საყვარელ კერძზე. აღწერე მისი სუნი, გემო, რატომ გიყვარს ასე ძალიან, რა ემოციებს აღვიძებს, როდის გასინჯე პირველად და ა.შ.

დაღალე და გამოფიტე გონება – მეცნიერულად დატკიცებულია, რომ საუკეთესო იდეების გენერირება გადაღლილ ტვინს უკეთესად სვინაიდან ამ დროს მას აღარ შეუძლია ფოკუსირდეს ერთ კონკრეტულ რამეზე და იწყებს საგნების  ორიგინალური, განსხვავებული პრიზმითდან აღქმას. ამიტომ არასოდეს თქვათ ფრაზა: ,,გადაღლილი და არაფერზე ფიქრის თავი არ მაქვს“, რეალურად, სწორედ ამ დროს ხდება ჩვენი ტვინის კრეატიული აფეთქება.

მედიტაცია – მედიტაცია გავრცელებული პრაქტიკაა. ის გვეხმარება მოვიშოროთ ძველი, დალექილი კომპლექსები, შიშები და კარი გავუღოთ ახალ ცნობიერებას.

9.30 წრის ტესტი

  • დაინიშნეთ წამზომი 5-10 წთ
  • თქვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი წრე შეავსოთ სრულიად განსხვავებული კონცეფციის ნახატით
  • დაითვალეთ, რამდენი რგოლის შევსება მოახერხეთ?
  • აღნიშნული პრაქტიკა აქციეთ ყოველდღიურ რუტინად და ეცადეთ გააუმჯობესოთ შედეგები.

ავტორი: ნინო მამაცაშვილი

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები